მეძებარი

Saturday, July 21, 2012

სიცოცხლეს რომ მართმევს..

მენანება ძილი,
სიცოცხლეს რომ მართმევს,
არმიჯდება ძვირი -
დილა, ხელსაც მართმევს..

წუხელ, თავი გავუტეხე ღამეს,
დილით, საქმეს მოვუყარე თავი,
შუადღისთვის მოვიფიქრებ რამეს,
საღამოსთვის არ გავხდები ავი..

მერე ღამე, მომთხოვს თვალის ხუჭვას,
შუაღამეს "დავასტუკებ" ცაზე,
დაღლილობა, გონებას ტვინს უჭამს,
დამაძინებს მთვარის მორიგ ცვლაზე..

დილა, ხელსაც მართმევს,
არმიჯდება ძვირი..
სიცოცხლეს რომ მართმევს,
მენანება ძილი..


22.07.2012
გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment