შვილი ტკბილზე ტკბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
გრძნობა თბილზე თბილია,
მზეს ზურგიც არ გავუღე.
შვილი სიყვარულია,
ვინც დაიწყო მტკიცება,
ვიცი სიხარულია,
მაგრამ "გაიტკიცება".
მაინც მინდა შვილზე ვთქვა,
მე საამო ფრაზები,
მამა როგორ გავდიდდი,
გავხდი ბუმბერაზები.
შვილის სუნთქვა მაგიჟებს,
ჰაერსაც რომ ანაზებს,
მივუძღვნიდი ამ პროცესს
ლექსებს, აზრებს, ანდაზებს.
დედა როგორ უხდება
შვილის მოვლა-ფერებას,
თვალწინ დგება ბუნების
არსის - გადმომღერება.
მზეს ზურგიც არ გავუღე,
გრძნობა თბილზე თბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
შვილი ტკბილზე ტკბილია.
გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
30.04.13
Tuesday, April 30, 2013
Saturday, April 27, 2013
როცა შვილი იწყებს ჭამას (მოლექსპრომტო)
როცა შვილი იწყებს ჭამას,
რძის სუნი აქვს სამყაროს,
სიხარული ლამის ტანზე
კვირტად გამომაყაროს.
გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
27.04.13
რძის სუნი აქვს სამყაროს,
სიხარული ლამის ტანზე
კვირტად გამომაყაროს.
გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
27.04.13
Thursday, April 25, 2013
თევდორეს ნაფიქრალი
დაბადებას დაბადება დავასწარი, უფრო ზუსტად, 3 კვირით ადრე დავიბადე. შეიძლება ამის გამო ცოტა ინერვიულა ჩემმა ოჯახმა, მაგრამ სადარდებელი არაფერია. პირიქით, სასიხარულოა, ადრე დავიბადე და დიდხანს ვიცოცხლებ.
დედაჩემი ვაჟკაცი ქალი ყოფილა. ჩემს პირველ სახლშიც, დედის მუცელშიც, მესმოდა და ვგრძნობდი მის სიძლიერეს, მაგრამ მშობიარობისას უფრო მეტად შევიგრძენი.
ტკივილი 13 საათი ეჭიდავებოდა, დედაჩემმა კი გაუტკივარების გარეშე ტკივილს ომი მოუგო.
მამაჩემი მე და დედას ყველაზე საჭირო დროს გვერდიდან არ მოგვშორებია. დედის სიმამაცეს მამის მხნეობაც ემატებოდა და მეც ძალამომატებული მოვიწევდი მუცლიდან.
მშობლების მხნეობით გათამამებულმა, ორნასკვიანი ჭიპლარით შემოხვეულმა დაბრკოლებებს თავი ადვილად გავართვი, ჩემი გავიტანე, პატარა პაუზის მერე ამოვისუნთქ-ამოვიტირე. დავიბადე.
დედ-მამამ თევდორე დამარქვა. მამა ფიქრობს, რომ ეს სახელი გასროლილი მუშტივითაა. მე უკვე მომწონს ჩემი თავიც (საკუთარი აზრი მაქვს და გადაწყვეტილებებსაც ვიღებ) და ჩემი სახელიც, ჩემი მშობლების ჩემთვის ნაფიქრალ-მორგებული.
ამ ფოტოზე ორიოდე საათის ვარ. პირველი ფოტო მამამ ძლივს გადამიღო.
ახლა უკვე არც მეტი არც ნაკლები, 5 დღის ვარ.
მიყვარს მშობლები, ჭამა, ძილი, გარშემომყოფები, სიცოცხლე.
ბევრი ფიქრი მომივიდა. სხვა საქმეებსაც უნდა მივხედო...
ამ დროისთვის კი ალბათ სულ ეს იყო თევდორეს ნაფიქრალი.
გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
25.04.13
Monday, April 22, 2013
დაიბადა დღეს თევდორე (ნალექსარი)
დედა ახლა შემიყვარდა,
როგორ ვჩნდებით ვნახე,
ემოცია ყელში ჩამრჩა,
სიტყვაც ვერ მოვნახე.
ცოლიც ახლა შევიგრძენი,
უდიდესი განცდებით...
ზეცის მაღლა ავფრინდები,
დედამიწას გავცდები.
აღარაა ეს თვე მდორე,
დაიბადა დღეს თევდორე.
21-22 აპრილი, 2013 წ.
გიორგი ლიპარიშვილი
როგორ ვჩნდებით ვნახე,
ემოცია ყელში ჩამრჩა,
სიტყვაც ვერ მოვნახე.
ცოლიც ახლა შევიგრძენი,
უდიდესი განცდებით...
ზეცის მაღლა ავფრინდები,
დედამიწას გავცდები.
აღარაა ეს თვე მდორე,
დაიბადა დღეს თევდორე.
21-22 აპრილი, 2013 წ.
გიორგი ლიპარიშვილი
Friday, April 19, 2013
Sunday, April 14, 2013
Friday, April 12, 2013
კიდევ ბევრჯერ დაიბადეთ დღეიდან
ფიქრი ბრუნავს როგორც დედამიწა,
მერამდენედ დაიბადა დღეიდან,
მისი მადლი, როგორც დედა, მიცავს,
გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა.
ლექსი განა ცილს დამწამებს,
მოგილოცავთ წლებს და წამებს.
გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა,
კიდევ ბევრჯერ დაიბადეთ დღეიდან.
გიორგი ლიპარიშვილი
12.04.13
მერამდენედ დაიბადა დღეიდან,
მისი მადლი, როგორც დედა, მიცავს,
გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა.
ლექსი განა ცილს დამწამებს,
მოგილოცავთ წლებს და წამებს.
გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა,
კიდევ ბევრჯერ დაიბადეთ დღეიდან.
გიორგი ლიპარიშვილი
12.04.13
Monday, April 8, 2013
ლექსების საღამო "საქართველოს უნივერსიტეტში"
ლექსების საღამო "საქართველოს უნივერსიტეტში". ლექსები ილია კილაძემ და გიორგი ლიპარიშვილმა წავიკითხეთ. ბახვა წერედიანმა კი, თავისი შექმნილი მარიონეტებით აკომპანიმენტი გაგვიკეთა და განწყობაც დაგვითბო. დიდი მადლობა ლექსის სტუმრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მიუხედავად ხალხის სიმცირისა, კარგმა მსმენელმა ღონისძიება დადებითად განაწყო.
პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
8 აპრილი, 2013 წ.
ფოტო - სოფო კაჯილაშვილი
Sunday, April 7, 2013
Friday, April 5, 2013
სიყვარულზე მეტად მიყვარს
საგულეში გულად მიმყავს,
სიყვარულზე მეტად მიყვარს.
ძვირფასებზე მეტად ფასობს,
ასეულზე მეტად ასობს.
ლექსს არა აქვს თავი-ბოლო,
შენ მიყვარხარ ჩემო ცოლო.
სიყვარულზე მეტად მიყვარს,
საგულეში გულად მიმყავს.
გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13
სიყვარულზე მეტად მიყვარს.
ძვირფასებზე მეტად ფასობს,
ასეულზე მეტად ასობს.
ლექსს არა აქვს თავი-ბოლო,
შენ მიყვარხარ ჩემო ცოლო.
სიყვარულზე მეტად მიყვარს,
საგულეში გულად მიმყავს.
გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13
დაფიქრდა ჩვენი პირმშო
დავიბადები 1 თვეში,
დაფიქრდა ჩვენი პირმშო,
მინდა მშობლების რთველში,
სიბნელე ამოვიშრო.
გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13
დაფიქრდა ჩვენი პირმშო,
მინდა მშობლების რთველში,
სიბნელე ამოვიშრო.
გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13
წიგნის უკითხაობა
კრიმინალი მომრავლდა
ფასობს დანა შაურად,
წიგნის უკითხაობაც,
იქცეს დანაშაულად.
გიორგი ლიპარიშვილი
4.04.13
ფასობს დანა შაურად,
წიგნის უკითხაობაც,
იქცეს დანაშაულად.
გიორგი ლიპარიშვილი
4.04.13
Monday, April 1, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)