მეძებარი

Monday, September 29, 2014

მოდი სინდისს გავყიდი

                                                                     pia.ge


მოდი სინდისს გავყიდი,
ნეტავ რაში მარგია,
ცხოვრებაში ნამუსი
მძიმე ტვირთი, ბარგია.

თუკი რამეს აფუჭებ,
უფრო კარგად იქცევი,
ზღვაც კი ფასობს მიწისთვის
მუდამ ზურგის მიქცევით.


ტყუილებსაც ვისწავლი,
მაქვს დიდობის მანია,
ახალ გზაზე დავდგები,
ხელიც დამიბანია,

მოთმინებაც ვიპოვე,
გულში მინდა ჩავიკრა,
ეს ამდენი სიბრაზე,
აღარ უნდა ჩავიკლა.

არა, ასე ვერ ვიზამ,
ტყუილთან ვერ დავწვები,
მირჩევნია ვიკაწრო,
წვერნარევი ღაწვები.

ჩემს დროს დაველოდები,
მონისლისფრო ღირსებით,
ვიცი წარმატებებით,
მართლა გადავივსები.

შეიძლება ცხოვრება
თავზე გადაეხიოთ,
მოდი ძმაო, სინდისო
უნდა გადაგეხვიო.


გიორგი ლიპარიშვილი
29.09.14

No comments:

Post a Comment