მეძებარი

Tuesday, December 16, 2014

სულ არავის არ გავს

ჩემი ცოლი სულ არავის,
სულ არავის  არ გავს,
თუ გინახავთ, თუ რა მოსდის
თქვენი ხელით ნარგავს?!

"ცოლი მხოლოდ სტატუსია,
ცოლი მხოლოდ შვილია",
ვინც გულწრფელად ასე ფიქრობს,
მეტიჩარა ვირია.

განა რამე ახალს ვამბობ,



განა რამეს ვამართლებ,
მე უბრალოდ ცოლი მიყვარს,
და სიყვარულს ვანათებ.

ზოგი ამბობს პენალტს იტანს,
"მერე რა რომ ცოლი ყავს?!"
აბა ვინმე შეეცადოს,
რა გადახევს მგელის ტყავს?!

განა სიტყვით თავს ვიქებ,
განა ცუდი მწადია,
მე გავამხელ სუყველას
მზესთან როგორც ჩადიან.

თუ გინახავთ, თუ რა მოსდის
თქვენი ხელით ნარგავს?!
ჩემი ცოლი სულ არავის,
სულ არავის  არ გავს.


გიორგი ლიპარიშვილი
17.12.14

No comments:

Post a Comment