Monday, December 15, 2014
თითქოს სადღაც აქ არის
ვეძებთ მოტივაციას,
თითქოს სადღაც აქ არის,
პირის ტკბობა არ გვინდა
მხოლოდ კოვზი შაქარით.
ზოგი შიშს ეფარება,
ზოგიც კომპლექსს უწოდებს,
ერთ ადგილზე გაჭედვას
თავს და სხვასაც უწონებს.
თუ მუღამი ჩაუქრა,
კოცონს როგორ აჩაღებს?!
შეუძლიათ წინსვლები
გულ-გონების ყაჩაღებს.
თუ წინსვლები არ გვიყვარს,
თუ მივტირით ქვისხანებს,
თუკი არ ვვითარდებით,
რაღა "გაგვამრისხანებს".
მოდი მოტივაცია,
სტიმულო და მუღამო,
დიდი ცეცხლი დავანთოთ,
შიშებს შემოვუღამოთ.
პირის ტკბობა არ გვინდა,
მხოლოდ კოვზი შაქარით,
ვეძებთ მოტივაციას
თითქოს სადღაც აქ არის.
13.12.14
გიორგი ლიპარიშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment