მეძებარი

Tuesday, December 16, 2014

დედა მარტო დამირჩა



დედა მარტო დამირჩა
დედა ჩემი გულია,
იქნებ ქარი აშინებს,
იქნებ წყალი წყურია.

ღამე ხომ არ ანაღვლებს,
ან დღე ხომ არ ეურჩა?!
ნეტავ თვალში ღიმილი,
ხომ მშვიდობით შეურჩა?!

რამე ხომ არ ატკივდა,




ხომ არ დამიაავადდა.
ჩემი მელანქოლია,
ლამის ცაში ავარდა.

დედას  არ ვიფიცები,
დედა ისე მწამს.
ნეტავ ვულამაზებდე
ყოველ დღეს და წამს.

მიდი ლექსო უთხარი,
დედას, როგორ მიყვარს,
ეს სიტყვებიც მასთან
მორიდებით მიმყავს.

იქნებ ქარი აშინებს,
იქნებ წყალი წყურია.
დედა მარტო დამირჩა
დედა ჩემი გულია,


გიორგი ლიპარიშვილი
17.12.14

No comments:

Post a Comment