ცნობილ სპორტსმენს, მოდელს, მსახიობსა და ორატორს ეიმი მალინზს 12 წყვილი "ფეხი" აქვს.
ორგზის რეკორდსმენი ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებში (სირბილი და სიგრძეზე ხტომა, 1996 წ.), L’Oréal Paris სახეა. ჟურნალმა ”People-მა” კი მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში შეიყვანა. მონაწილეობს სატელევიზო შოუებში, იღებენ ფილმებში (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ...), საჯარო პრეზენტაციები აქვს Ted.com-სა და სხვა კონფერენციებზე. დამფუძნებელია რამდენიმე ფონდის...
სკოლის დამთავრების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო უფლებების ფაკულტეტზე სწავლის გრანტი მოიპოვა. უნივერსიტეტში სწავლისას სპორტულ ცხოვრებაში ჩაერთო.
ეიმი ბავშვობიდან აქტიური იყო, საჯარო სკოლაში “თავის ფეხით” დადიოდა და კარგად სწავლობდა.
თანდაყოლილი დაავადების (წვივის მცირე ძვლების პათოლოგია) გამო ექიმებმა 1 წლის ასაკში ორივე ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს.
ახლა ეიმს 12 წყვილი სხვადასხვაგვარი “ფეხი”, პროთეზი აქვს. ის საკუთარ სიმაღლეს არეგულირებს.
39 წლის წინ ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დაიბადა, ეიმი მალინზი - მრავალფეხა ლამაზმანი.
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
"ხელი ხელს"
No comments:
Post a Comment