მეძებარი

Wednesday, August 26, 2015

დედის "გადარჩენილი ვარსკვლავი"


10 წლის ბიჭი, იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის ფაბრიკაში მუშაობდა და თან მომღერლობაზე ოცნებობდა.
მისმა პირველმა მასწავლებელმა ბავშვის აღტაცება “ჩააქრო:” - “შენ ვერ შეძლებ სიმღერას, საერთოდ არ გაქვს ხმა, იგი ქარის ზუზუნს უფრო წააგავს”.

მაგრამ დედამ, ღარიბი გლეხის ქალმა, ბიჭს ხელი შემოხვია და შეაქო. უთხრა, რომ მისი სიმღერის ნიჭში ეჭვიც არ ეპარებოდა. დედა ფეხშიშველი დადიოდა. ფულს ზოგავდა, რათა ახალი მასწავლებლისთვის, შვილის სიმღერის საფასური გადაეხადა. ის კვლავ განაგრძობდა შვილის ქებასა და გამხნევებას. რამაც ბიჭის ცხოვრება შეცვალა. ის გახდა XX საუკუნის 20-იანი წლების, უდიდესი და ყველაზე ცნობილი საოპერო მომღერალი. მან ასობით ჩანაწერი შექმნა და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. მღეროდა “ლა სკალას”, (მილანი), “კონვენტ გარდენისა” (ლონდონი) და “ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ” ოპერაში.

დედის გადარჩენილი ვარსკვლავი - მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული ტენორი ენრიკო კარუზო იყო.



პატივისა და გულისცემით, 
გიორგი ლიპარიშვილი
"ხელი ხელს"

No comments:

Post a Comment