მეძებარი

Tuesday, November 30, 2010

მუზას ვასვენებ...


მე მეძახიან ამოდ მოუბარს,
ვიღაცას ჭორზე ჭორი მოუბავს!..

ხან მეძახიან მე მექალთანეს,
ესეც სიცრუე, რომ მე გავთალე...

ხან კი მიწოდეს პოეტი,
სიცრუე არ ყლაპო მეტი!..

ზოგისთვის გავმხდარვარ გრძნობის გარეშე,
სხვების გულები მივწი-მოვწიე, მოვითარეშე!...

სხვა გამახსენებს ჩემ მეს,
სხვისი სხვა სხვაგვარად მეჩემე!..

ერთი მე მხოტბავს მეტზე მეტისმეტ...
მეორე მლანძღავს როგორც უგვანოს,
ახლა ცუდზე ოდნავ მეტი ვსვეტ,
მინდა ლიპარას ყველა სიცუდე გადავუგვარო!..

მე მეძახიან ამოდ მოუბარს,
ვიღაცას ჭორზე ჭორი მოუბავს!..

მეტი რა გითხრათ,
დრო გეტყვით დანარჩენს,
მერე მოვისმენ
მე თქვენს განაჩენს!..

მე ღიმილს ვბადებ, თვალს არ ვასველებ...
ახლა წავედი, მუზას ვასვენებ!...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
10.07.10

კატებიც ყეფენ...

რა ხარ ასეთი წლებს რო აჩოქებ,
მზეს შენს ნაკვერჩხალს აფიცხებ,
ცას დედამიწას აჩუქებ,
მგელს რო კრავის თავს აფიცებ!..

ვინ ხარ ასეთი,
ერთად დაჩაგრავ ყველა ამორძალებს,
შენ ხარ ასერთი,
შენმა ძალებმა გული გამომძალეს!..

ჩემი ბაგიდან სიმართლე გამოცრება,
რამდენ რამეს ჩრდილავ ერთი, მშვენებით,
გახდები მსოფლიოს შემდეგი საოცრება,
ნაკრძალს მოგავხარ ირემ-შველებით...

დაგამშვენა შენ რო დგომამ,
რომ დაგბადა შემოდგომამ...

ვერ შეგაფასებს აუქციონი და ვერც ვაჭრობა,
შენ მწიფობა ხარ და თან მაჭრობა...
გიყურებ, ვხდები, რატომ იწყებდნენ ქალისთვის ომებს,
ქალები მართვადნენ ლომებს და რომებს!..

შე ყველას მმართველო,
მსოფლიოს მეფევ,
შენთვის იცოდე
კატებიც ყეფენ!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
3.09.10

ლექსების გამოფენა

ჩვენი წელთაღრიცხვით, 2010-ე ზამთრის შემობრძანებას გილოცავთ... 1 თვე და, ახალი წელი ხელს ჩამოგვართმევს... ვიფიქრე სანამ გვესტუმრება და მერე გვიმასპინძლებს კიდევაც 2011, მანამდე დროს რო ფეხი ავუწყოთ, 2010-ის ლექსებს გამოვფენთქო... ეს აზრი ახლახანს შემომებადა... ჩემს რამდენიმე ნალექსარს გამოვამზეურებ დეკემბრის სუსხნარევ მზესა და ღრუბელზე... ვნახოთ აბა როგორი გამო-ფენა გამომივა...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
1.12.10

Thursday, November 25, 2010

მიყვარ(ს)ხარ... (სერიული ლექსებიდან…)

მიყვარ(ს)ხარ, როგორც სათავე - მდინარეს,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც სითბო - მძინარეს...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც მწვერვალს - სიმაღლე,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც ბავშვებს სილაღე...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც ტალღას ზღვაობა,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც გუნდას ზვაობა...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც მიწას ბალახი,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც მუსლიმს ალაჰი...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც ფრინველთ ფრენები,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც მუნჯს უყვარს ენები...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც მელანი - კალამს,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც ტარი სურს ალამს...

მიყვარ(ს)ხარ, როგორც სუნამოს - სუნი,
მიყვარ(ს)ხარ, როგორც კარგ სტუდენტს - "უნი..."

მიყვარ(ს)ხარ, როგორც შვიდფერას - ფერებით,
მიყვარ(ს)ხარ ისევ შენ, ჩემი ფერებით...

მიყვარ(ს)ხარ - სანამ მე სუნთქვა ვიცი,
კანად მოგირგე, ვერ გამოგიცვლი!..



ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
22.11.10

შენთვის მეფობენ... (სერიული ლექსებიდან)




ფეხის გულების დაკოცნა მინდა, შენ რო დაყავხარ;
შენი ძმის დალოცვა მინდა, ასეთი და ყავხარ...

შენი სხეულის დანამვა მინდა, რომ ვიყო შხაპი,
შენი ნაბანი წყლის შესმა მინდა, რომ გავხდე ტრაპი...



შენი სხეულის სუნი მინდა, ყველაფერს ქონდეს,
შენი თვალების ქროლვა სულ ყველგან ქროდეს...

შენი ტუჩების მინდა ვიყო უფერო საცხი,
ის სავარცხელი მინდა ვიყო, შენს თმებს რო ვარცხნის...

შენს მოხვეული ჩემი ”ხელობა” მინდა, როცა შენ გფლობენ...
შენთვის ”გამხდარი” სიტყვები ვარ, შენთვის შეფობენ...





ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
12.11.10

მე-1000-ერთე...


1000 გული გულში მომეცვა,
1000 გრძნობა ქურქად მომეცვა...

1000 სიტყვა სეტყვად მომესმა;
1000 ვნება ვნებით მომესმა...

1000 ფერი ერთად მეფერა,
1000 ხელი ერთად მეფერა...

1000 საქმე ყველა მომე, შვა,
1000 დარდი ყველა მომეშვა...

1000 ტონა მინდა მე კოცნა,
1000-ჯერ მეტჯერ უფრო მეკოცნა...

მე 1000-ს ვერთე,
შენა ხარ ჩემი მე-1000-ერთე...



ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
15.11.10

ვნების თავსხმა

გვიმასპინძლებს...


მთის სიყვარულის დამერგო ნერგი,

ბანის მოცემით გულთბილობს თერგი...

აქ ღრუბლებია, ნისლს ცხვირწინ რო ფენს,

შევკედლებივარ ბანაკს, კარვების სოფელს...

ბუნება წყნარადაა, არც ჩვენ ვართ ავები,

ჭუჭყი მწყრალადაა, გავხდით რამდენიმე თერგნაბანავები...

ტყემ შეშა გვაჩუქა, არ უყვარს ნისია,

მწვერვალით დატკბობა - ჩვენი მისია...

ხვალ უნდა გავუდგეთ გზას მაღალ მთისკენ,

ზოგს თვალი გაურბის წუთების თვლისკენ...

24 საათზე მეტს ვიტევ,

1 დღე-ღამეში, გვიამბო დრომ,

შენ კი ზურგს მაქცევ, არ მიტევ?!

გამიკვირდა, ვიღაცები უკან გაბრუნდნენ რომ...

განა სუყველა მე გავამრუდე?!

ბევრმა იპოვა აქ თავის ბუდე...

ვიღაცა აჩვენებს აქ თავის სახეს,

ვიღაცა თავისთავს დაუგებს მახეს.

ვიღაცა ენას საზღვრამდე გაფენს,

ვიღაცა იჭერს, ვიღაცა აფრენს...

სანამ ადგება დღე განზე, დასვენების,

სანამ დრო მოვა მზის მთისკენ ჩასვენების,

ვიაცამ მიიღო უკვე ზაგარი,

ვიღაცას თავი გონია მაგარი...

ვიღაცამ გაყინა დრო და ადგილი თავის ფოტოზე,

ვიღაცა ვერაა დღეს ვის მოტორზე...

ვიღაცამ წიგნს დაუწყო ხედვები,

ვიღაცამ თვალი გაართო ხედებით...

როცა ფილტვები გლოცავს, არგუნე მათ აქ რადგან მოხვედრა,

როცა წინ გიწევს მთელი სხეული და გეძნელება უკან მოხედვა,

ვიაცა ასეთ დროს, 18 აგვისტოს,

მოწევს ღიმილით გვერდზე აქ ვინსტონს...

ვიაცას იხმობს დედაბუნება,

ვიღცას ვნება, მხოლოდ ცდუნება...

ვიაცა ხდება ნამდვილი გმირი,

ვიაცა რჩება ისევ ის სირი...

ვიაცამ ინდომა ბავშვური ანცობა,

ვიაცამ ვიაცის კაი გაცნობა...

ბანაკში ყველა ხვალის დღეს ელის,

როცა დრო მოვა გაწვდილი ხელის...

როცა გაგვიხსნის ბუნება ანაბარს,

როცა მთა გაგვხდის ყველას თანაბრს...

როცა დავიწყებთ ჩვენ ცისკენ ცოცვას,

როცა შევიგრძნობთ ჩვენ გარემოცვას...

აქამდე მოდით, მომიახლოვდით ბარემო,

ყველას პატივს გვცემს გარემო...

მათთვის, ვინც ცდილობს, ვინც ძლებს,

მწვერვალი მალე ჩვენ გვიმასპინძლებს!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

18.08.10

სიბე(ვ)რე (ტექსტი)


დამპალ თოვლის მსგავსი სიბერე -

როცა კარუსელიც დაგასხავს თავბრუს,

როცა დიწყებს ძვალები ჭრიალს,

როცა წყალს უსხამ მხოლოდ ყვავილებს,

როცა ახარებვეღარ საკუთარ ჭიას...

როცა არ გინდა ჩაცმა, და უფრო გახდა სამოსის,

როცა არ გახსოვს შენ როდის გახდი უკვე სამოცის...

როცა ცისარტყელა გაგიხდა ბაცი,

როცა გრძნობ კვდები შენ ცოცხლად კაცი...

როცა გავიწყდება ყველაზე მეტად ვინც კი გენატრება,

როცა ამნეზია დღითიდღე ბანკის პროცენტივით გემატება...

როცა ნაბიჯს დგამ სირბილის ნაცვლად,

პამპერსებს ხმარობ მოხდენილ საცვლად...

როცა გითმობენ ადგილს დანანებით,

როცა გაძინებენ ამხელას ნანანებით...

როცა გახარებს ბარტყივით გოგოს ერთი დანახვა,

და როცა გიწევს ათეულ წლების, გრძნობის დამარხვა...

როცა შენს ცხვირწინ ბიკინებს ფენენ,

როცა მუზები შენთვის ვერ ფრენენ,

როცა ნატვრებით სული გეცლება,

როცა ვერ იჭერ, ფერი გეცვლება...

როცა ვეღარ გრძნობ რაა დასვენება,

როცა ხშირია თვალის დასველება...

როცა ნერვს გიშლის შენ ძველი ფოტო,

როცა აწმყოს გსურს გადააბოტო...

როცა სხეული ასჯერ ნახმარი „სელპაკივით“ იკეცება,

როცა ხედავ რომ შენი სიმდიდრე ტანზე იკვეცება...

როცა წონაში გაჯობებს ფრინველი,

როცა დრო იყო, იყავი პირველი...

როცა შვილებიც შენზე ხალისობენ,

როცა დღეობენ, უშენოდ ხვალისობენ...

როცა გგონია აკეთებ საქმეს, არ გინდა გაცდე,

პირველ პაემნის გახსენებას ახარჯავ განცდებს!..

როცა არ გესმის, მაინც გენატრება ჩურჩული ყურთან,

როცა მეტყველებ, ლაპარაკს, ათას უაზროს ურთავ...

როცა სიცილიც აღარ გიხდება,

როცა ვნებები აღარ გიხტება...

როცა ჟრუანტელი სადღაც დაკარგე,

შეყვარებულის სახელიც ვეღარ „დაქარგე“...

როცა თენდება, დღე ასაკის მატებას გულღიად განმცნობს,

როცა ქუჩებში მილასლასდები დაეძებ ნაცნობს...

როცა სიკვდილთან შეხვედრას ნატრობ,

ამქვეყნად როცა ვერავის ართობ...


დამპალ თოვლის მსგავსი სიბერე -

მაკაეშნებს წლების ასე სიბევრე...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი) 6.08.10

ცელქი ბავშვივით...



ბავშვობა როგორ გამპარვია, ცელქი ბავშვივით,
ცხოვრება ხშირად დამპალია, ყალბი საშვივით...

გული ხანდახან გამტეხია,
ჭიანი თხვილივით,
თავს ღიმილები დამტეხია,
მწიფე ხილივით...

ხანდახან წერა დამიწყია, მსგავსად უცნობი მელექსის,
რითმის აკორდბი ამიწყვია, ლა-ლა-ლას ძახილით, ნოტის მეექვსის!..

ხანდახან წარბი შემიყრია, მოზიდულ მშვილდებად,
გრძნობის ღილები მიწყვეტ-შემიკრია, გული მშვიდდება...

ხან მე ლექსები დამირთია, როგორც ძაფები,
გულები გულით გამირთია, ვნების ქაფები!..

გზები ქცეულა, გადასხლული, ცხოვრების აკიდოდ,
გრძნობა მქონია გადასხმული, უნდა დავკიდო...

ცხოვრება თამაში, ნარდი რომ,
თქმა მინდა ამაში, ვნადირობ...

ცხოვრება ხშირად დამპალია, ყალბი საშვივით,
ბავშვობა როგორ გამპარვია, ცელქი ბავშვივით...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
10.07.10