მეძებარი

Tuesday, November 30, 2010

კატებიც ყეფენ...

რა ხარ ასეთი წლებს რო აჩოქებ,
მზეს შენს ნაკვერჩხალს აფიცხებ,
ცას დედამიწას აჩუქებ,
მგელს რო კრავის თავს აფიცებ!..

ვინ ხარ ასეთი,
ერთად დაჩაგრავ ყველა ამორძალებს,
შენ ხარ ასერთი,
შენმა ძალებმა გული გამომძალეს!..

ჩემი ბაგიდან სიმართლე გამოცრება,
რამდენ რამეს ჩრდილავ ერთი, მშვენებით,
გახდები მსოფლიოს შემდეგი საოცრება,
ნაკრძალს მოგავხარ ირემ-შველებით...

დაგამშვენა შენ რო დგომამ,
რომ დაგბადა შემოდგომამ...

ვერ შეგაფასებს აუქციონი და ვერც ვაჭრობა,
შენ მწიფობა ხარ და თან მაჭრობა...
გიყურებ, ვხდები, რატომ იწყებდნენ ქალისთვის ომებს,
ქალები მართვადნენ ლომებს და რომებს!..

შე ყველას მმართველო,
მსოფლიოს მეფევ,
შენთვის იცოდე
კატებიც ყეფენ!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
3.09.10

No comments:

Post a Comment