მთის სიყვარულის დამერგო ნერგი,
ბანის მოცემით გულთბილობს თერგი...
აქ ღრუბლებია, ნისლს ცხვირწინ რო ფენს,
შევკედლებივარ ბანაკს, კარვების სოფელს...
ბუნება წყნარადაა, არც ჩვენ ვართ ავები,
ჭუჭყი მწყრალადაა, გავხდით რამდენიმე თერგნაბანავები...
ტყემ შეშა გვაჩუქა, არ უყვარს ნისია,
მწვერვალით დატკბობა - ჩვენი მისია...
ხვალ უნდა გავუდგეთ გზას მაღალ მთისკენ,
ზოგს თვალი გაურბის წუთების თვლისკენ...
24 საათზე მეტს ვიტევ,
1 დღე-ღამეში, გვიამბო დრომ,
შენ კი ზურგს მაქცევ, არ მიტევ?!
გამიკვირდა, ვიღაცები უკან გაბრუნდნენ რომ...
განა სუყველა მე გავამრუდე?!
ბევრმა იპოვა აქ თავის ბუდე...
ვიღაცა აჩვენებს აქ თავის სახეს,
ვიღაცა თავისთავს დაუგებს მახეს.
ვიღაცა ენას საზღვრამდე გაფენს,
ვიღაცა იჭერს, ვიღაცა აფრენს...
სანამ გადგება დღე განზე, დასვენების,
სანამ დრო მოვა მზის მთისკენ ჩასვენების,
ვიღაცამ მიიღო უკვე ზაგარი,
ვიღაცას თავი გონია მაგარი...
ვიღაცამ გაყინა დრო და ადგილი თავის ფოტოზე,
ვიღაცა ვერაა დღეს თავის მოტორზე...
ვიღაცამ წიგნს დაუწყო ხედვები,
ვიღაცამ თვალი გაართო ხედებით...
როცა ფილტვები გლოცავს, არგუნე მათ აქ რადგან მოხვედრა,
როცა წინ გიწევს მთელი სხეული და გეძნელება უკან მოხედვა,
ვიღაცა ასეთ დროს, 18 აგვისტოს,
მოწევს ღიმილით გვერდზე აქ ვინსტონს...
ვიღაცას იხმობს დედაბუნება,
ვიღცას ვნება, მხოლოდ ცდუნება...
ვიღაცა ხდება ნამდვილი გმირი,
ვიღაცა რჩება ისევ ის სირი...
ვიღაცამ ინდომა ბავშვური ანცობა,
ვიღაცამ ვიღაცის კაი გაცნობა...
ბანაკში ყველა ხვალის დღეს ელის,
როცა დრო მოვა გაწვდილი ხელის...
როცა გაგვიხსნის ბუნება ანაბარს,
როცა მთა გაგვხდის ყველას თანაბრს...
როცა დავიწყებთ ჩვენ ცისკენ ცოცვას,
როცა შევიგრძნობთ ჩვენ გარემოცვას...
აქამდე მოდით, მომიახლოვდით ბარემო,
ყველას პატივს გვცემს გარემო...
მათთვის, ვინც ცდილობს, ვინც ძლებს,
მწვერვალი მალე ჩვენ გვიმასპინძლებს!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
18.08.10
No comments:
Post a Comment