დამპალ თოვლის მსგავსი სიბერე -
როცა კარუსელიც დაგასხავს თავბრუს,
როცა დიწყებს ძვალები ჭრიალს,
როცა წყალს უსხამ მხოლოდ ყვავილებს,
როცა ახარებვეღარ საკუთარ ჭიას...
როცა არ გინდა ჩაცმა, და უფრო გახდა სამოსის,
როცა არ გახსოვს შენ როდის გახდი უკვე სამოცის...
როცა ცისარტყელა გაგიხდა ბაცი,
როცა გრძნობ კვდები შენ ცოცხლად კაცი...
როცა გავიწყდება ყველაზე მეტად ვინც კი გენატრება,
როცა ამნეზია დღითიდღე ბანკის პროცენტივით გემატება...
როცა ნაბიჯს დგამ სირბილის ნაცვლად,
პამპერსებს ხმარობ მოხდენილ საცვლად...
როცა გითმობენ ადგილს დანანებით,
როცა გაძინებენ ამხელას ნანანებით...
როცა გახარებს ბარტყივით გოგოს ერთი დანახვა,
და როცა გიწევს ათეულ წლების, გრძნობის დამარხვა...
როცა შენს ცხვირწინ ბიკინებს ფენენ,
როცა მუზები შენთვის ვერ ფრენენ,
როცა ნატვრებით სული გეცლება,
როცა ვერ იჭერ, ფერი გეცვლება...
როცა ვეღარ გრძნობ რაა დასვენება,
როცა ხშირია თვალის დასველება...
როცა ნერვს გიშლის შენ ძველი ფოტო,
როცა აწმყოს გსურს გადააბოტო...
როცა სხეული ასჯერ ნახმარი „სელპაკივით“ იკეცება,
როცა ხედავ რომ შენი სიმდიდრე ტანზე იკვეცება...
როცა წონაში გაჯობებს ფრინველი,
როცა დრო იყო, იყავი პირველი...
როცა შვილებიც შენზე ხალისობენ,
როცა დღეობენ, უშენოდ ხვალისობენ...
როცა გგონია აკეთებ საქმეს, არ გინდა გაცდე,
პირველ პაემნის გახსენებას ახარჯავ განცდებს!..
როცა არ გესმის, მაინც გენატრება ჩურჩული ყურთან,
როცა მეტყველებ, ლაპარაკს, ათას უაზროს ურთავ...
როცა სიცილიც აღარ გიხდება,
როცა ვნებები აღარ გიხტება...
როცა ჟრუანტელი სადღაც დაკარგე,
შეყვარებულის სახელიც ვეღარ „დაქარგე“...
როცა თენდება, დღე ასაკის მატებას გულღიად განმცნობს,
როცა ქუჩებში მილასლასდები დაეძებ ნაცნობს...
როცა სიკვდილთან შეხვედრას ნატრობ,
ამქვეყნად როცა ვერავის ართობ...
დამპალ თოვლის მსგავსი სიბერე -
მაკაეშნებს წლების ასე სიბევრე...
No comments:
Post a Comment