მეძებარი

Monday, January 31, 2011

მთვარე ვარსკვლავებს...


მთვარე ვარსკვლავებს ემძიმათ...
ჩემი ფიქრები სადღაც წანწალებს,
და მოლოდინში დღეებს ეძინათ,
მე შენი ნახვა ამაწამწამებს!

23.04.2010

ლიპარა

Friday, January 28, 2011

ოქროს საწმისი (მოლექსპრომტო)

...საათის ბოლო ჩვენი საწყისი,
ეს შენ ხარ ჩემი ოქროს საწმისი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
29.10.11

Monday, January 17, 2011

მე-ლექსე(ბის) საღამოზე...


9 თებერვალი ახლოვდება... რაც წამიწამს ეწებება, მით უფრო ახლოვდება... ამ დღეს მე-ლექსე(ბის) საღამოზე მივდივარ... თანაც საკუთარი ლექსების... ოცმაგი პასუხისმგებლობა ყოფილა, 30 ათმაგი დაფიქრება და ასორასი ფიქრები... მეტრს და 85-ს გავიორმაგებ, მე მელექსე საღამოზე თუ "ბის" მეტყვიან... რა თქმა უნდა, დამსახურების შემთხვევაში... მე და ჩემს ლექსებს პირველი დიდი გამოცდა გვაქვს... მისაღების გამოცდებს გავს.. თუ ჩააბარებ მიგიღებენ... წავალ ისევ ერთგვარ თუ ათასგვარ სამზადისში ჩავერთვები ელექტროდივით... და, და მალე შევხდებით...
9 თებერვალს Rock club-სა & Lib.ge-სთან ერთად რუსთაველის 28-ში ვიქნები, მე-ლექსე(ბის) საღამოზე...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
18.01.11
03:04

ლიპარა კითხულობს

"ამბავი ვეფხვისა და მოყმისა"


ამბავი ვეფხვისა და მოყმისა - ხალხური (ჰანს ზიმერის მუსიკა აქვს ფონად და ლიპარა ვკითხულობ)










„არწივი“
არწივი (ვაჟა-ფშაველა) by giorgiliparishvili

ვაჟა-ფშაველას "არწივი", მუსიკა ჰანს ზიმერის, "მეფე არტურიდან", ვკითხულობ მე ლიპარა... (მადლობა თიკო გავაშელს, რომელმაც გენიალური ვაჟას წაკითხვა მთხოვა)...











„მე მომერია დიდი სურვილი...“
მე მომერია დიდი სურვილი by giorgiliparishvili

(. . .მე მომერია დიდი სურვილი) გურამ რჩეულიშვილი (მუსიკა ჰანს ზიმერის - "მეფე არტური", და ვკითხულობ მე ლიპარა.... და კიდევ დიდი მადლობა თიკო გავაშელს, რომელმაც გამაცნო ეს ლექსი და მთხოვა ჩამეწერა...


Saturday, January 15, 2011

ლიპარას აუდიო ლექსები


სტუმრად მეწვიე...













უფრო სი...
უფრო სი... by giorgiliparishvili







ავტოპორტრეტი





საითაც კი აწვები









არსათად















საყვარელი ღვთის შვილი




ბედნიერება განა ლანგრდება



შენი/სხვისი შენისხვისი by giorgiliparishvili

Friday, January 14, 2011

დ-აკრეფილი ლექსები


WEDNESDAY, JANUARY 19, 2011


უფრო სი...


შემომესმა დო, რე, მი, ფა, სოლ...

უფრო სი,
მე რა რომ, შენ ხარ ჩემზე უფროსი...
განა სიყვარული მე არ შემიძლია?!
განა ეს პლანეტა მე არ შემიძვრია?!
ამ ლექსს არ უნდა ახლა დასრულება,
ეს მე ვარ შენი ნატვრის ასრულება...
მერე რა რომ, შენ ხარ ჩემზე უფროსი,
შემომესმა დო, რე, მი, ფა, სოლ...
უფრო სი...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
19.01.11
მე-დრო-შე(ნ)
ანდახან არ ვიცი რა მინდა, რას ველი... ხან კი გავმხდარვარ როგორც მთამსვლელი!.. ხან მე დავდივარ როგორც მეგროშე, ხან კი წინა ვარ, მე ვარ მედროშე!..
უკვე რამდენი გოგო დამშორდა,
რამდენმა მითხრა უკვე არები... კალამი მელანს ახლა აშრობდა,
მომიჯახუნეს ცხვირწინ კარები!..”
გული, გონება გრძნობისთვის არის შეჩეულები, მაშინ დამშორდა, როცა ჩვენ გავხდით შეჩვეულები!..
თან უკვე გვქონდა საერთო სახლი, ახლა კი ვზივარ რითმას თავს ვახლი!..
მე გამოსავლის პოვნას ვეცდები, იქნებ საერთოდ ახლა მე ვცდები!
ხანდახან არ ვიცი რა მინდა, რას ველი... ხან კი გავმხდარვარ როგორც მთამსვლელი!.. ხან მე დავდივარ როგორც მეგროშე, ხან კი წინა ვარ, მე ვარ მედროშე
!..
გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)

19.06.10

ეს მე ვარ შენი გიჟი ტრფიალი...


გული არა მაქვს, საგულეც მეყინება,
მგონი შემეყარა რაღაც ვირუსი,
არც მეფიცება და არც მეგინება,
გრძნობა სიმარტოვეს ახლოს მივუსვი...
ან რამ მაძებნინა ქუჩაში შენი მე,
განა რაიმე რამით შევნიღბე...
ან შენთვის რაღამ მაათასა,
ან რა ჯანდაბამ გადამთარსა...
ვერ მაჯობებდა შენზე ძებნაში,
ვერც მეძებარი და ვერც მწევარი,
შენთვის მოვირგე სამყაროს ფსკერიც,
უკიდეგანო ყველა მწვერვალიც...
გული არა მაქვს, საგულეც მეცლება,
ნუთუ გრძნობებიც გამომეცვლება?!
განა მოვგავდი ვინმე ხიბლიანს,
ან ვადარებდი თავს მე იღბლიანს?!
არა, მე შენთვის ვართე სტროფები,
ახალბედები, კოხტად ქორფები...
შენთვის დავიწყე რითმის ფრიალი,
ეს მე ვარ შენი გიჟი ტრფიალი...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
6.01.01

FRIDAY, JANUARY 14, 2011


მინდვრის ნამებს მოვგავდი...



დაუშრეტელი გავმხდარვარ, თან მინდვრის ნამებს მოვგავდი...
გრძნობებს ვამყნობდი რო ვრგავდი,

სისხლძარღვიანად ვბორგავდი...
დაუშრეტელი გავმხდარვარ, თან მინდვრის ნამებს მოვგავდი...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
14.01.11

TUESDAY, JANUARY 11, 2011


საითაც კი „აწვები“...


განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,
იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...
ჩემთვის თუ არ იმეტებენ და სხვასთან კი „ჰყიდიან“,
არ მადარდებს ეს მე დიდად, ერთი მაგრა „მკიდია“...
ვინც მას ფიქრობს გადავუფენ წითელ-ყვითელ ხალიჩებს,
ეს იცოდეს არ დავუწყებ მე ზედმეტად „ჩალიჩებს“...
გული არც მაქვს, უშენობამ ვერც ვერაფრით ამიოკა,
ეს სიტყვები ვინც მიხვდებით შემოიცვით ნამიოკად...
განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,
იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
11.01.11

ჩემს პანაშიდზე ქალები...




საკუთარ პანაშვიდს თუ წარმოვიდგენ,
ლამაზ ქალების დადგება რიგი...
,,თავიდან მე მას ვერ ამოვიგდებ,
ჩემთვის წერდაო, იტყვიან, იგი."
და ერთმანეთსაც თვალებით
გააშიშვლებენ წამში,
- მე ვედექიო მეგზურად,
მელექსეს მუზის წვაში...
დაიბრალებენ იმასაც,
რაც კი არასდროს თქმულა,
გააშავებენ მინასაც,
საქმე აჩვენონ რთულად...
მაგრამ მელექსის პანაშვიდს
ტყუილი არ გასდევს სულ მთლად.
,,რა გამაჩერებს განა მშვიდს,
სიტყვა ითქმება სუფთად,
მე იგი მყავდა სუნთქვად,
ცხოვრება არ მინდა სუფრად!..
მე გეტყვით ყველაზე სიმართლეს,
ვეძახდი თვალის სინათლეს.
ვიცნობდი ყველაზე ახლოს,
პირველად ვინც უნდა ნახოს.
ეს სიხარული მე მერგო ბედად,
თავს ვგრძნობ მე მაინც ბედნიერ დედად!.."
ქალებმა ერთმანეთს უჩურჩულეს –
ეტყობა ჩემმა თვალება გამცა~
და სანამ ათასი უაზრო უჩუმჩუმეს,
ერთმა მათგანმა კბილთაგან გაცრა: -
,,სანამ ჩვენ მელექსის სიყვარულს ვიტყობდით,
დედა ცრემლს ღვრიდა წრფელად ლიტრობით!.."
(ლიპარა) გიორგი ლიპრიშვილი
1.03.09



არსათად!..

ისაც ჩემთან ყოფნა უნდა, თითქოს ის მეშორება,
აღარ ვიცი ამქვეყნად ვისთვისღა მეშრომება...
განა ასე მარტივია ლიპარასთვის შეყვარება,
საგულეში ვინმეს გულის სინარნარით შეყვანება...
ხან ვიქეცი გრძნობის ფესვად, ხან კი ნერგის კვირტებად,
ჩემს რითმაზე და ნახვაზე განა ვინმე კვირდება?!.
მაგრამ არის რაღაც ძალა, რაც აასებს სურვილებს,
საუკუნეც ვერ დააცხრობს მონატრების წყურვილებს...
თუ მიწაში ჩავიტანე ან ზეცაში ავწიე,
რაც კი გრძნობა თან ვატარე, მაშ ვისთვისღა ვარწიე?!.
განა რამე წუწუნს ვიწყებ,
უბრალოდ მე, ვერ ვივიწყებ...
ასეთი გრძნობა არის არსათად,
ერთი ვიგრძენი, გრძნობით ასათად...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
11.01.11

THURSDAY, JANUARY 13, 2011


მეგობრობა ბეწვის ხიდზე...




ხანდახან რომ მეგობრობა მივიწყდება,
ნიშნავს იმას მეგობრობის მძივი წყდება?!
აქ სიტყვები განა მისთვის გადავძაფე,
რომ რამე მე ამ რითმებით გავამძაფრე?!.
მივიწყებული მეგობრის ნახვა გადამახარებს,
და ეს შეხვედრა, მონატრებული, განა „მახამებს“?!
მეგობრის გვირგვინზე იხდენს დაფნა რტოებს,
პაემანი თვალს და სისხლძარღვს აფართოებს?!
გრძნობამ იცის, ფერადობა, ხანაც კიდევ გახუნდება,
ამის შემდეგ გულის ქურა ნეტავ კიდევ გახურდება?!
მეგობრობა განა მართლა ხელ–ფეხს გკრავს და „ნახუვდება,“
ეს განცდაა, თბილით სავსე, რომელიც არ გახურდდება?!.
მეგობარი, რომელიც რომ განცდებს გვგვრიდა,
ჩვენთვის სისხლს, ცრემლს და ღიმილს ღვრიდა?!.
სიტყვებიც თურმე მეგობარია, უმისოდ რითმაც როგორ გადახმა,
ხელი ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ ბეწვის ხიდზე, არცრო გადაღმა...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
13.01.10



მი-თითებს!..


გამიღიმილა, ვეღარ დავთვალე,
ვეღარც ცხოვრება ვეღარ გავთალე!..

მიმუთაქა, მიმზრუნველა, მახარა,
გუშინდელი დღევანდელში ახვალა!

მერე გრძნობები ართო, აბა და...
თან სიხარული გულში დაბადა...

დროს ის კმარობს მოკლეს,
თითქოს ჩემში ცუდი მოკლეს!...

ფიქრები მასზე დამყვება გარშემო,
კარი გაგიღე, კარგო აქ შემო!...

ხანდახან თურმე ბულბულიც იყვავებს,
მგონია, ჩემთვის გადაიყვარებს!..

ვიხსენებ, ჩქარს და ვიხსენებ სულ ნელს,
ვნატრობ ამ წამსაც საფეთქლის სურნელს...

მერე ვინატრებ მგზნებარე იმ თითებს,
მე რო გრძნობისკენ კვლავაც მითითებს!..

გრძნობა იღვიძებს, არ თვლემს,
მოდის და ხელს მე მართმევს!..



6.07.10
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)








HURSDAY, DECEMBER 30, 2010

შენი/სხვისი


შენი სხეულის სუნი მომწონს, სხვისი ალისფერი თმები,
შენი თხელი ტუჩი მომწონს, შენთან სხვანაირად ვთბები...
შენი ჩაცმა მომწონს, სხვაზეც არ მითქვია no,
შენი კოცონი მათბობს, ვერას დამაკლებს snow...
მე სხვისი მკერდი მათრობს, შენს ძუძებზე ვბოდავ,
მე შენი კაბა მხიბლავს, და სხვის კაბას კი ვმოდავ...
სხვისი ფერები ვახამე, ვეძებე dyes,
შენი ფერები მფარავს ო, yes!..
სხვისთვის მუნჯი ვარ, შენთვის ამერია რითმად ენები,
გადამეხლართა საგულეში შენი სურვილის გადამდენები...
სხვისი რა გითხრა?! შენ გეტყვი შენებს,
შენი ჩემობა კვლავ დაგვამშვენებს!..
შენი სხეულის სუნი მომწონს, სხვისი ალისფერი თმები,
შენი თხელი ტუჩი მომწონს, შენთან სხვანაირად ვთბები...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
31.12.10

ცხვირს რო ჩავაცვი...



ცხვირს რო ჩავაცვი ახალი წევრი,
სახეს მოვირგე ახალი წელი... : )
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
30.12.10

SATURDAY, DECEMBER 25, 2010


აარცვდება!!.


ნეტა რა არის რითმას რო ართობს?!
გამხდარა ჩემთვის რთული ამოცანა...
ამაზე ფიქრი გრძნობებსაც ათრობს,
დღესაც ხარ ჩემი ყველაზე გამოცანა!..

ალბათ გულია?!. ანდა იმედი?!.
ამოცანას ვხსნი ქვეშ-ქვეშ მიწერით...
თითქმის პასუხამდე ნებით მივედი,
ჯერ არ დამდგარა ალბათ იმ წელით!..

კიდევ დავფიქრდი, ვინმე მანაცვალა?!
ნუთუ ვიღაცა გრიშა-მიშანი?!
კურსი გაიგო, იაფად გადამცვალა,
დიდია ჩემი კითვის ნიშანი?!.

არმჯერა, ასეთზე იტყვიან: ”საბედო,”
კოცონი ნეტავ მაინც ნაცრდება?!
ლექსის თქმა მინდა კაცმა გავბედო,
გამოცანაა და აარცვდება!..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
1.07.2010

SATURDAY, DECEMBER 18, 2010


სიარსებე



არარსებული გული მეზრდება,
არარსებული გრძნობა მბეზრდება,
არარსებული თვალი მახედებს,
არარსებული განცდა მახვედრებს,
არარსებული ვაქებ გოგონებს,
არარსებული ვნების მომგონებს...
არარსებული არსება მფუნჯავს,
არარსებული ზღვა ცისფრად მლურჯავს...
არარსებული ვავსე დავთარი,
არარსებული მყინავს ზამთარი,

არასებული ხარ სიარსებე,
იცოდე შენით მე ვიარსებე...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

19.12.10

WEDNESDAY, DECEMBER 15, 2010


ნუ უხარია...

როცა პრობლემას დაემატება ზედ თუნდაც ერთი, უცებ გამოდის ასი,
თუ თავს "ვიგრუზავთ", ხელ–ფეხს არ ვანძრევთ მოგვეკიდება ხავსი,
ყველას გვექნება თვზე დამტყდარი რაიმე ამის მსგავსი,
წინ როგორ წავალთ ხანდახან მაინც თუკი არ გადავაფსით...

სათქმელად თითქოს ადვილია, საქმით რთულია,
სირთულეები სისხლძარღვებში განა მუდმივად გახლართულია.
პრობლემას უყვარს მოპაექრე, მხრებში როცა არგამართულია,
ასჯერ გაცრილი ეს სიტყვები, გულიდან გულზე გადართულია...

ისევ პრობლემამ იწყო კვესება,
ნუ უხარია
საგულე მაინც სისხლით მევსება!..


ლიპარა(გიორგი ლიპარიშვილი)
16.12.2010

MONDAY, DECEMBER 13, 2010


მე როცა მიყვარს...

მე როცა მიყვარს, მაშინ დავდივარ მხრებში გაშლილი,
მე როცა მიყვარს, სულაც არავარ ნერვებაშლილი...
მე როცა მიყვარს, მაშინ ღიმილი სახეზე მაზის
მოტრფიალე ვარ გრძნობების ბაზის...
მე როცა მიყვარს, მაშინ სამყაროს სხვა ფერი უჩანს,
მე როცა მიყვარს, მაშინ მსუბუქად დავაბიჯებ მთასა და ქუჩას...
მე როცა მიყვარს თვალები მიგავს ციცინათელას,
ვიცი არ ვიწყებ ფეხქვეშ გათელვას...
მე როცა მიყვარს საგულე მაშინ წინსვლისკენ მიწევს,
მე როცა მიყვარს მაშინ ცხოვრება ბრძოლაში მიწვევს...
მე როცა მიყვარს, სახე მეწვერება,
მე როცა მიყვარს, ლექსი მეწერება...
მე როცა მიყვარს გრძნობის ვსვამ ყანწებს
და ეს გრძნობები მწვერვალზე ამწევს...
განა მაგრამ და, განა ხოლომდე,
მე როცა მიყვარს მიყვარს ბოლომდე!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
14.12.10

THURSDAY, DECEMBER 9, 2010


და იწერება ლექსი ფრაზებად...


და იწერება ლექსი ფრაზებად.
სიტყვა დინდება მაღალ ფაზებად!..
ლექსით ჩაგაცვი, ლექსით გაგხადე,
ლექსით დაგწერე, ლექსით დაგხატე!..

ხარ დამჯერე და ხანაც თავნება,
ვიმჭერმეტყველე, ენა დამება...
ეჭვები გულზე შემომახვიე,
ბეჭებზე კანი შემომახიე!..

ვნება გავშალეთ მერე კარავად,
გრძნობის ვიქეცით ორივე მპარავად…
გრძნობა დინდება მაღალ ფაზებად
და იწერება ლექსი ფრაზებად!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)