მეძებარი

Friday, February 11, 2011

სიყვარულ-სიძულვილ...

სიყვარულს ხშირად ლექსებს უწერენ,
ამ სიძულვილმა რა დააშავა?!
მერე რა თუკი ხატვა არ იცის,
გარშემო ყველა გადააშავა?!

სიძულვილს ხშირად კარს უკეტავენ,
სიყვარულისთვის ხალიჩას ფენენ,
ბოროტს ძირშივე თავს უკვეთავენ,
კეთილი თესლით თითქოსდა ფრენენ...

სიყვარულ-სიძულვილ ნახევარძმებია,
ზოგი რომლით და რომლით ძღებიან...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
12.02.11

No comments:

Post a Comment