ვერ ვიტან - ქელეხებს,
უმეზარბაზნო ქვემეხებს...
მხიბლავ ცაზე წამოწოლილო ჭაღარა ღრუბელო,
ცხენო, სისწრაფით სავსე, უბერ-უბელო...
ვერ ვიტან - ენა ზურგამდე წვდება,
ჭიამაია სპილოსთან წვება...
ვერ ვიტან ქალებს ჭკუის არმქონებს,
ახალი აზრის ქვებით ჩამქოლებს...
მხიბლავს მთა, ცა და მიწა,
ზღვა - ცხვირწინ რომ გადაირწა...
ვერ ვიტან - შემორგებულ იარლიყებს,
გრძნობას, შორეთში რომ მიარიყებს...
მხიბლავს - არის თეთრი თოვლი როცა,
მწვანე ბალახი, ცისფერია რომ ცა...
ვერ ვიტან - ტყუილით მოსავსე გუდას,
უსაქმო კაცს და უთოვლო გუნდას...
მხიბლავს - ფერები უფერო,
სამყაროს უფრთოდ გადავუფრენო...
ვერ ვიტან ბაქტერია-ბაცილებს,
„ხელის ჭუჭყს“ რო მაცილებს!..
მხიბლავს - გრძნობები ხიდად გაბმული,
იხილეთ - ლიპარა „და-ბმული“...
18-19.02.11
ლიპარა
No comments:
Post a Comment