მიყვარს სიყვარული
შევძლებ ყველაფერს,
ვერ ვძლებ, ვერ აფრენს...
მოდა ჩემია,
ვბოდავ მჩვევია...
ვლურჯავ ცას,
ვფუნჯავ ზღვას...
დავნამავ მდელოებს,
დავმალავ ლელოებს...
ავიტან ბოლებს,
გავიტან გოლებს...
„პეოპლე“ რომანს,
ვეოფლე შრომას...
ავწიე მხარე,
ვარწიე მთვარე...
მთები განვკუზე,
თმები წავკუზე...
როგორც ვაგონებს,
გოგოს ვაგონებ...
ყურეს, სისხამს,
ყურებში ვისხამ...
ვაგრძელებ თითებს,
ვაძველებ მითებს...
ვაქვეყნებ ქვეყანას,
ვაკვეხებ მკვეხარას...
ვამალებ დინოზავრს,
ვამრავლებ კინო ზავს...
მზე ფორთოხალს,
ზე მოთოხნავს.
გავყურებ ქორი ზონდს,
გავყმუვლებ ჰორიზონტს...
მოვიწანწალებ მსოფლიოს,
მოვიწამწამებ სოფიოს...
ვადინებ არაგვს,
ვადიდებ არაკს...
თავს მოვფხან მწვერვალებს,
თან მოვხნავ მწველ ვალებს...
ვაშენებ შენობას,
ვამშვენებ შენობას.
და ვიწყებ ფრენებს,
და ვიწვევ ენებს...
ავტეხავ ამბორს,
გავტეხავ ამბოხს...
მოვირგებ ტანგოს,
გავიტან თან გოლს.
ღრუბელს ჰამაკად,
უბეს ამაგად,
გავიხდი, კანზე,
თან მიხვდი ტანზე...
გავიხსნი ღილებს,
დავიხსნი ლილეს...
ნაბიჭებს ვაბიჯებ,
ნანიჭებს ვადინჯებ...
მოგირთავ ხალისებს,
მოგიტან ხვალ ისევ...
გადავცლი კაბებს,
გადავცვლი ამბებს...
მიმყავს სიტყვა რთული,
მიყვარს სიყვა რული...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
23-27.02.11
No comments:
Post a Comment