მეძებარი

Wednesday, February 16, 2011

საითაც კი „აწვები“...


განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,

იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...


ჩემთვის თუ არ იმეტებენ და სხვასთან კი ჰყიდიან,

არ მადარდებს ეს მე დიდად, ერთი მაგრა „მკიდია“...


ვინც მას ფიქრობს გადავუფენ წითელ-ყვითელ ხალიჩებს,

ეს იცოდეს არ დავუწყებ მე ზედმეტად „ჩალიჩებს“...


გული არც მაქვს, უშენობამ ვერც ვერაფრით ამიოკა,

ეს სიტყვები ვინც მიხვდებით შემოიცვით ნამიოკად...


განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,

იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

11.01.11

No comments:

Post a Comment