Saturday, April 30, 2011
გაზაფხულის მაისებს
Thursday, April 28, 2011
შუა, შუა, შუა...
Tuesday, April 19, 2011
პატარა უფლისწული (შე-სავალი)
პატარა უფლისწული
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
თარგმანი ფრანგულიდან - გიორგი ჩიმაკაძის
მუსიკა - Advent Children - Up Is Down
ვკითხულობ მე ლიპარა, გიორგი ლიპარიშვილი
Monday, April 18, 2011
მენანება...
მენანება -
Saturday, April 16, 2011
„მერე რა მოხდა?!“
ეს სიტყვა გულს რო წყენად ამოხდა,
ვერ ვიტან პოზას „მერე რა მოხდა?!“
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი
17.06.10
...
ახალგაზრდა პოეტებმა ფუძნარის ტაძრის გადასარჩენად პოეზიის საღამო გამართეს
შაბათი, 16 აპრილი 2011 15:15
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუძნარის ტაძრის გადასარჩენად პოეზიის საღამო გაიმართა. სიმბოლურ აქციაზე სტუდენტებს თავიანთი შემოქმედება ილია კილაძემ, დათო ქაშიაშვილმა, გიორგი ლიპარიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ გააცნეს.
ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. ძეგლი მე-13 საუკუნისაა.
შეგახსენებთ, რომ ღინისძიება ჯავახიშვილის ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.
Thursday, April 14, 2011
Monday, April 11, 2011
იქნებ რითმები შემომაკვდა...
იქნებ სიტყვები შემომაკლდა,
საგულე უგვალვოდ წვიმაში დაშრა,
იქნებ რითმები შემომაკვდა,
გრძნობამ დაიწყო ქანებად დაშლა...
იქნებ ჩემს ლექსებს გაუვიდათ უკვე ვადები,
გადამიარა მე წერების წყურვილის ჟინმა,
იქნებ მე ხმალი დამიჟანგდა ანდა ვადები,
ან შემიწირა ჩემი თავის უთავო ჯინმა...
იქნებ სულ აზრი გამეფანტა, ის ყრუ ფანტელი,
გადამეხვეწა სიშორეთში გრძნობის არია,
შემომენატრა ზღარბად ქცევა, და ჟრუანტელი,
იქნებ ცხოვრებამ ლექსი ჩემი სულ გადარია...
იქნებ გარშემო შემომერტყას 1000 იქნებ,
რომელსაც გავცემ პასუხს უცილოდ,
ამ რითმას ახლაც ხმალივით ვიქნევ,
არ მინდა აზრებს გადავუცილო....
იქნებ სიტყვები შემომაკლდა,
გრძნობამ დაიწყო ქანებად დაშლა...
იქნებ რითმები შემომაკვდა
საგულე უგვალვოდ წვიმაში დაშრა...
11.04.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
Sunday, April 10, 2011
გადამინდა?!
Thursday, April 7, 2011
ერთგულებას ფასს...
ერთგულებას ფასს ვერ ვადებ,
ორგულობას წყალში ვაგდებ...
დავიგულებ 1000 გულებს,
დავაშენებ სახლს აგურებს...
მე უგულო, ხელისგულზე გულებს ვითვლი,
გრძონბას ბასრად, წრფელად ვითლი...
მერე გულებს გადავუშლი გრძობას სეკად,
და გულდაგულ გადავაქცევ რითმას ცეკვად...
ორგულობას წყალში ვაგდებ,
ერთგულებას ფასს ვერ ვადებ...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
liparasblogi.blogspot.com
7.04.11