იქნებ სიტყვები შემომაკლდა,
საგულე უგვალვოდ წვიმაში დაშრა,
იქნებ რითმები შემომაკვდა,
გრძნობამ დაიწყო ქანებად დაშლა...
იქნებ ჩემს ლექსებს გაუვიდათ უკვე ვადები,
გადამიარა მე წერების წყურვილის ჟინმა,
იქნებ მე ხმალი დამიჟანგდა ანდა ვადები,
ან შემიწირა ჩემი თავის უთავო ჯინმა...
იქნებ სულ აზრი გამეფანტა, ის ყრუ ფანტელი,
გადამეხვეწა სიშორეთში გრძნობის არია,
შემომენატრა ზღარბად ქცევა, და ჟრუანტელი,
იქნებ ცხოვრებამ ლექსი ჩემი სულ გადარია...
იქნებ გარშემო შემომერტყას 1000 იქნებ,
რომელსაც გავცემ პასუხს უცილოდ,
ამ რითმას ახლაც ხმალივით ვიქნევ,
არ მინდა აზრებს გადავუცილო....
იქნებ სიტყვები შემომაკლდა,
გრძნობამ დაიწყო ქანებად დაშლა...
იქნებ რითმები შემომაკვდა
საგულე უგვალვოდ წვიმაში დაშრა...
11.04.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
No comments:
Post a Comment