მენანება -
დაუმთავრებელი კოცნა,
დაუბადებელი ბავშვი,
გაუბედავი გრძნობა,
გაუცნობელი გოგო,
გადაუდგმელი ნაბიჯი,
გაუთენებელი ღამე,
დაუღამებელი დღე,
გაუღიმარი სახე,
დაუწერელი სიტყვა,
დანგრეული ტაძარი,
დაბერებული ახალგზარდა,
გაწარსულებული მომავალი,
დამშრალი ფანტაზია,
თბილი წყარო,
უგულო საგულე,
უყვავილო მიწა,
უმზეო ცა,
მწვერვალჩამოშლილი მიზანი,
გაუჭენებელი ცხენი,
დაუმღერებელი ლექსი,
დაუფიქრებელი აზრი,
გადაუღებელი ფოტო,
უკითხვისნიშნო ფილმი,
უემოციო დრამა,
ჯანშერყეული კაცი,
უფრთო ფრინველი,
უფერო ტილო,
გატეხილი ქვევრი,
უსურნელო სილამაზე,
ფასდადებული ერთგულება,
ცეცხლაუნთები ბუხარი,
დამპალი ყურძენი,
უჟრუანტელო ვნება,
დაუმსახურებელი სილა,
დაუმატებელი მუშტი,
მოუნანიებელი ცოდვა,
უნახავი მეგობარი,
გადაგდებული დრო,
ჩაძირული გემი,
უგემოვნო მადა,
ყდადქცეული წიგნი,
დაუხარჯავი სიამოვნება,
ჩაუცმელი სურვილი -
მენანება...
P. S.
სულის გრამი, მძიმე ჩანთით, უკოსმოსო ზეცა,
ლექსს ფინალი შიშველ ტანზე საქმიანად ეცვა...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
16-18.04.11
No comments:
Post a Comment