მეძებარი

Monday, July 4, 2011

ბავშვობის ასაკს...


ბავშვობის ასაკს ცოტათი გავცდი,
მაინც ბავშვობა საგულით დამაქვს,
გრძნობის ანცობას ვერაფრით ავცდი,
ეს სიხარული, მინდა და მაქვს...

ბავშვის ჩავლისას,
მე ჩემი სიყრმე სისხლივით დამდის,
საგულეს ჩალისას,
სილაღის სურნელი ოხშივრად ადის...

ბავშვობის ასაკს ცოტათი გავცდი,
მაინც ბავშვობა საგულით დამაქვს,
გრძნობის ანცობას ვერაფრით ავცდი,
ეს სიხარული, მინდა და მაქვს...

5.07.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

No comments:

Post a Comment