მეძებარი

Friday, July 22, 2011

თუშეთში... (იუმორნარევად)


ტყემალს უყვარს ომბალო,
დღეს გვმასპინძლობს ომალო...

მე, მან და შენ აქო,
დაგვაძინა შენაქომ(1)...

ემოციამ ცოტა იკლო,
ვინახულეთ როცა დიკლო(2)...

მივლასლადით ვნახეთ ჭიღო(3),
დაღლილობამ გადაიღო...

ვერ მივედით დართლოს(4),
მეზობლებმა გაამართლოს...

იმდენი ვიარეთ კუნთები დავღალეთ,
მიწა, 9 მთა, გარშემო დავღარეთ...

ექსტრემი ვწურეთ "პიკაპით",
ენა გვეჭირა ნიკაპით...

და გზისგან ბევრი, ბევრი ვისველეთ,
ომალოში ვართ ახლა ვისვენებთ...


(1, 2, 3, 4 - სოფლები თუშეთში)

19.07.11
ლიპარა (გიორგი ლაიპარიშილი)

No comments:

Post a Comment