სიცარიელე შემეპარა საგულის უჯრას,
ვერ მოვიშორე "ბინძური ღორის" ლოგო,
ცას და მიწას ჭიპლარი უჭრას,
მომნატრებია - "ჩემი დებილი გოგო"...
ათას უაზროს ვაწებებ ვკინძავ,
ცოტა ამრია უშენშენობამ,
თითქოს ლექსს ვქინძავ,
რომელსაც უმშვენმშვენობამ...
ენა და აზრი გამიხდა ბლუ მე,
მთასავით ძალა გქონია გვერდში,
ფიქრი ბელტებად გადავაბრუნე,
საგულეც აღარ დამირჩა მკერდში...
შემომეჩვიე გემ-გემრიელ ლუკმად,
ნატ-ნატვრებით ამივსე ტანი,
და უსაქმურიც აღარ ვარ უქმად,
გავხდი გრძნობების გადა-ამტანი...
შენზე მეწერა სიტყვის პწკა-პწკარები,
და ამიმხედრდა რითმის არმია,
შემოანგრია ლექ-ლექსის კარები,
რაც შენში მიყვარს შა-ა-არმია...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
22.07.11
:)))) კარგი იყოოო, გავხალისდიი "ორიჯინალურად"
ReplyDeleteძალიანაც კარგი... გამეხარდა... : )
ReplyDelete