მეძებარი

Friday, July 29, 2011

ეჭვის კალიას


ლექსის ეჭვისგან ხმები შეერხა,

ეჭვის კალიას აზრი შეეხრა...

თან მონატრებას ფიქრი შეერწყა:
სხეული ვნებას ნამით შეერწყა...

მე სხვებზე ფიქრი ვერ მოვიშორე,
მე რას დამაკლებს სიშორიშორე...

მომწონს ერთი, ორი... მე სხვა,
თითქოს გრძნობა თრობით მესვა...

მე არ ვიცი ჩვენი გრძნობის ალფაბეტი,
მინდა გითხრა ახლაც მეტი...

ხან მგელი ვარ ხან მეცხვარე,
ხან ავდექი, ხან მეც ვხარე...

თავი ჩემი შენ და მათი,
ერთი იყოს გინდა ათი...

შენ ჩემი ხარ ნატვრის თვალად,
ნუ მედები გრძნობის ვალად...

ვერ შევეჩვიე ერთ ან ორ იდეას,
რა ძალა აქვს ორქიედას...

ლექსის ეჭვისგან ხმები შეერხა,
ეჭვის კალიას აზრი შეეხრა...


29.07.11
ლიპარა

No comments:

Post a Comment