მეძებარი

Saturday, September 10, 2011

309 თვის და 28 დღის ვარ...


309 თვის და 28 დღის ვარ. ამდენის ჯერ არ ვყოფილვარ. კიდევ რამდენი თვე მაქვს მისათვლელი?! რა თქმა უნდა, არ ვიცი. ჯობია უკანმოტოვებულ დროს შევავლო თვალი. რაში გავიხარჯე 31-მდე ათეული თვე? რა გავაკეთე ყველაზე მეტი? რა მითქვამს ან დამიწერ-ჩამიდენია?..
რამდენიმე ათეულ ლექსს ითვლის ჩემი აწმყო-წარსული, იშვი ათ სიყვარულს, სამათეულზე მეტ სამუშაო ადგილს, თითებზე ჩამოსათვლელ მძიმე სიკვდილებს, ბევრ მეგობარს... ყველაზე დიდი შენაძენი ამ ჩემი მითვლილი თვეების მანძილზე მეგობერბია. მათთან ურთიერთობა - წინსვლის გზა. სიყვარულით მოსავსო საგულე - ლექსად წერის დაუცხრომელი სურვილი.
დღესაც შემომელექსა. ალბათ გავახარე ვინმე-ები...
ლექსი, ჩემი გათელილი თვეების 1 გამართლებაა. მინდა მიხარ-მიმრავლ-მიძლიერდეს ადამიანები და ნალექსარები...
მალე ჩემი წელთაღრიცხვის ახალი თვე დაიწყება. მანამდე კი, ჯერ კიდევ 309 თვისა და 28 დღის ვარ...

იპარა (გიორგი ალიპარიშვილი)

08.09.11

No comments:

Post a Comment