მეძებარი

Saturday, September 10, 2011

სამყაროს ძვრაა...

მისგან აღმეძრა ლექსების მადა
და ვიღებ მისგან ბევრ კარგ მაგალითს,
შემოგეწონათ, მითხარით მადამ,
ეხლა მე მასზე ვჯღაბნი მაგარ რითმს...

ვადარე - ჩემს ბორბალს, ძრავას და საჭეს,
ის, განუყოფელს, ჩემი ცხოვრების,
ჩემმა რითმებმა ცოტა დასაჯეს,
მთავარი გმირი ჩემი ცხონების...

მასზე პირველად ვიწყებ ლექსის თქმას,
ჩვენი ბავშვობა ერთად დავზარდეთ,
ხან ვთამაშობდით, ვწვდებოდით ხან თმას,
ხან კი ვამბობდით: დროა დავზავდეთ...

მახსოვს, ისმენდა დედისგან ტუქსვებს,
მას არ უყვარდა ამ დროს გაქცევა,
არ აკეთებდა არასდროს
მუქ სვლებს
და არ უყვარდა როზგვით წაქცევა...

ერთად ვარწიეთ აკვანი დისთვის,
სულ სიყვარული გვედგა თვალებში,
ღამე ვათეთრეთ ახალი დღისთვის,
გამოვიბრძმედეთ გრძნობის ალებში...

ჩემზე მეტს ითვლის, წელს და ნახევარს,
ჩვენ ბევრს ვეგონეთ ტყუპისცალები,
ჩემს დასაცავად, არ დაიზარებს ცხვირის გახევას,
ერთად ვიცინეთ, ვღვარეთ უპის ცვარები...

მახსოვს მე მისი მუშტების ომი
და გადარევა დაღუპვით მამის...
პურად აქცია მან ბევრჯერ ცომი,
გახარჯვა იყო ოჯახის წამის...

გახდა სტუდენტი, ტრადიციულად ის არის კოხტა,
ერთგულება სდევს ძმაკაცებს შორის,
თითქოს წარსული მასში გადმოხტა,
მომავალი აქვს გულდადგულ შრომის...

დღეს მას ყავს შვილი - სიცოცხლის სახე,
ვიზეც გიამბობთ, ის ჩემი ძმაა,
მე ჩემი აზრი რითმებად ვსახე
და სიყვარული - სამყაროს ძვრაა...



ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
8.09.11

No comments:

Post a Comment