პირველად, როცა "მსგავსი" სიტყვების წყობა გავიგე, ფიქრს თავი ავარიდე. თითქოს რეალობას გავექეცი. თავს დაჯერების უფლება არ მივეცი. მერე თავადაც გადამხდა სანთელთან დაკავშირებული მსგავსი ისტორია. ვიფიქრე, რომ რაღაც კარგად ვერაა.
ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალითა და სათვალით დავინახე ტაძრის შესასვლელთან გამოკრული არაჩვეულებრივი "წარწერა".
იმის შემდეგ, რამდენიმე დღეა თითები მექავება. მინდა ბევრ ადამიანს ვუთხრა ამის შესახებ, მაგრამ ფორმას ვეძებდი, თუ როგორ გადმომეცა ზუსტად, დაუმახინჯებლად ჩემი ემოციები.
რა ქვია ამას?!
შეიძლება უხეშ შედარებად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ გამახსენდა რესტორნები, სადაც გარედან შეტანილი ალკოჰოლის მირთმევა აკრძალულია; ლექტორი, რომელიც მხოლოდ მაშინ წერდა ნიშნას, როცა სტუდენტი მის "წიგნს" იყიდდა...
თუ მე სანთელს მაჩუქებენ, "წმინდა მიწიდან" გამომიგზავნიან, ჩემი თითებით გამოვძერწავ, ბერ-მონაზვნები "მისახსოვრებენ", სადმე იაფად ვიყიდი და ა. შ. რატომ არ მაქვს უფლება ამ სანთლის ტაძარში დანთების?!
მესმის, რომ ეკლესიას შემოსავალი ჭირდება, მაგრამ 1 ეკლესია მითხარით, რომელიც მხოლოდ გაყიდული სანთლის შემოსავლით არსებობს.
ან იქნებ ფორმა იყოს უფრო რბილი, რომ სიბრაზე არ გამჩენოდა: მაგ: "გთხოვთ ჩვენი მესანთლეების დამზადებული სანთელი შეიძინოთ და შეეწიოთ ტაძარს".
მაგრამ არა, ბრძანება, ნეგატივი "...ნუ დაანთებთ"
რა ქვია ამას?!
ერთერთ სოფელში მამაოს შესაწირის ყუთი ღია აქვს, ვისაც უნდა ჩადებს შესაწირს, ვისაც უნდა ამოიღებს. მე კი ჩვენი ქვეყნის დედა-ქალაქში მესანთლე გამომეკიდა და ტყვიასავით მომახალა: (მანამდე, მესანთლე და ერთ-ერთი მამაო, სამწუხაროდ ხელებში მიყურებდნენ), "შესაწირში რამდენი ჩააგდეთ?! ეგ ყუთი მამაოს შესაწირი არ იყო".
ამავე დღეს, ჩემი ჯვრისწერის დროს, მამაომ გვითხრა რომ ჩვენს მიტანილ ქორწინების მოწმობას ძალა არ ქონდა, რადგან იმ ტაძარში არ გვიყიდია. ბეჭედიც არ ერტყვა. მეჯვარემ დაამშვიდა, რომ მისი ლოცვა იყო ბეჭედი.
რომელ პროფესიას უნდა გავდეს მამაოს პროფესია?
ექიმს, ფსიქოლოგს, აგრონომს, მეეზოვეს, მეცნიერს, მხატვარს, მწერალს, მუსიკოსს, ჟურნალისტს...
რომელ პროფესიის წარმომადგენელს გავს დღეს ბევრი მღვდელთმსახური?
ბიზნესმენს, "ცინიკოსს" (იყოს ესეც პროფესია), კოლექციონერს, პოლიტიკოსს, მოსამართლეს, ჯალათს, ციხისუფროსს, მედროვეს...
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
მინდა ვიცოდე -
რა ქვია ამას?!
გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14
No comments:
Post a Comment