მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ. ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილამდე მივდივარ და ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ
მე და ლოკოკინას სირბილში ზუსტად ერთნაირი ტემპი გვაქვს. თავს "ვინუგეშებ": სამაგიეროდ, ვმოძრაობთ და მივწინწინობთ.
ისე კი, ვაღიარებ, ლოკოკინა ჩემზე ძლიერია. ის ზურგზე სახლმოკიდებული დარბის. მე კი ეს არ გამომდის, პატარა მხრები მაქვს.
ერთხელ ვიმეტიჩრე, დავუდექი, ვნახოთ რომელი გაასწრებს...
ლოკოკინას ჩაეცინა.
გასწრება არცერთმა არ ვიკადრეთ.
ორივე ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილს დავფოფინებთ.
მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ, როცა ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ.
გიორგი ლიპარიშვილი
11.06.12-7.07.15
No comments:
Post a Comment