მეძებარი

Sunday, May 20, 2012

მე-12 წელია




მამის დაბაბადებისდღე,
მის გარეშე შემოვა,
მომინდება ქუჩების,
სიმარტოვით შემოვლა..


ჩავფიქრდები ფიქრებში,
წარსულს შემოვუღიმებ,
აწმყო გამომაფხიზლებს,
ცოტას შემოვუბღვირებ!.

გადავხედავ ბავშვობას,
მამის გვერდში კაცობას,
გავიხსენებ მრისხანეს
და მშვიდ მის ვაჟკაცობას..

წლები როგორ მიფ
რინავს........................
მამაჩემის ასაკის, მალე მეც კი გავხდები,
გავაკეთებ თვითმფრინავს,
გრძნობით ღრუბლე
ბს ვახტები..

მამის ხუჭუჭ-ხვეულებს, ეძახოდნენ თიკანას,
ახერხებდა კაცობი
თ, გულის გულთან მიყვანას..
მოციმციმე თვალებში, სიცოცხლე რომ შიოდა,
სახე-ღიმილებდან სიხარული დიოდა..

ეს სიცოცხელე, კაცთა მოდგმა, პეპელაა, მწერია,
მისალოცი ბარათის გავხდი ლექსად მწერია..
უმამობა გუშინ დღეს, კიდევ უფრო მწველია,
მამის დაბადებისდღის, მე-12 წელია..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
20.05.12



მამაჩემი, გიორგი ლიპარიშვილი, 1966 წლის 22 მაისს, დაიბადა.. 2000 წლის ოქტომბერში, ჩემი დის დაბადებისდღეს, (5 წლის რომ გახდა), მამა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ მხოლოდ 34 წლის, 3 შვილის მამა იყო. მე მაშინ 15 წლის ვიყავი..
ლექსის წერაც, თუ ჩემს ნალექსარებს ლექსი შეიძლება დავარქვათ, მამის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე.. ამიტომ ყვცელა ჩემს ლექსს, რომელსაც ვწერ ან ვამბობ, ვიზეც არ უნდა იყოს, მაინც მამის სახელი ქვია..

წლები წლითიწლობით მემატება,
მამა უფროდაუფრო მენატრება..











1 comment: