მეძებარი

Wednesday, July 29, 2015

დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე


დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე - მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა.
არნახული და გაუგონარი რამ ვნახე. ვნახე ადამიანები, რომლებიც სიყვარულისა და სითბოს გადამტანები, გამავრცელებლები, "მისიონერები" არიან.
გურჯანში შშმ პირებს ვესტუმრეთ, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში პატარ-პატარა ოჯახებად ცხოვრობენ. ორგანიზაციამ, "ხელი ხელს", დიდი შრომა, როგორც ჩანს დიდ სიყვარულად აქცია.

"მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ"



“დისლექსია (კითხვის, მეტყველების. სწავლის უნარის დაქვეითება) მჭირდა, მეცადინეობის უნარი არ მქონდა. IQ ტესტსაც ნამდვილად ჩავაფლავებდი. ეს ერთ–ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რატომაც მივატოვე სკოლა 15 წლის ასაკში. და თუ თუკი, რაიმე არ მაინტერესებს, ვერ ვიგებ. იმის გამო რომ დისლექსია მჭირს, ხშირად უხერხულ სიტუაციებშიც ვვარდები. მაგალითად,

ლეგენდარული სტივ უანდერის მოტივაცია

რამდენიმე წლის წინ, ნიუორკში მცხოვრებ სტივ მორისს, მასწავლებელმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება თხოვა. მან აღიარა ბავშვში ბუნებრივი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში სხვა არავინ ფლობდა. მას იშვიათი მახვილი სმენა ქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა.
მაშინ პირველად, ღირსეულად შეფასდა სტივის არაჩვეულებრივი სმენა. რამდენიმე წლის შემდეგ მორისი იხსენებდა, 

Wednesday, July 22, 2015

ბავშვობაში გადაკივარდა


რამდენიმე დღის წინ, ჩემს, ბავშვობაჩაბარებულ სახლს შემოვესტუმრე. კედლებდანაოჭებული, მაგრამ ამაყად მდგარი შემომეგება. ყვავილებმა თვალი ჩამიკრეს. ტყუილის ფეხებივით ეზო თვალისდახამხამებაში გავიარე და შინ ბრძოლამოგებულივით შევაბიჯე.
დაიწყო საკუთარ სახლში სტუმრობანა. მოწყურებულ წარსულს, შვილთან ერთად ყოფნით ვიოკებდი.
ერთ დღეს ბარტყი დავიჭირეთ, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. ფრენას სწავლობდა. დედადაკარგული, ქანცგაწყვეტილი სახლს, ბუდეს ეძებდა. ცხვირპირთვალღიმილიანები შევცქეროდით ბუნების პატარა ჯადოქრობას და მის დახმარებას ვცდილობდით.

Tuesday, July 7, 2015

ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ


მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ. ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილამდე მივდივარ და ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ
მე და ლოკოკინას სირბილში ზუსტად ერთნაირი ტემპი გვაქვს. თავს "ვინუგეშებ": სამაგიეროდ, ვმოძრაობთ და მივწინწინობთ.
ისე კი, ვაღიარებ, ლოკოკინა ჩემზე ძლიერია. ის ზურგზე სახლმოკიდებული დარბის. მე კი ეს არ გამომდის, პატარა მხრები მაქვს.
ერთხელ ვიმეტიჩრე, დავუდექი, ვნახოთ რომელი გაასწრებს...
ლოკოკინას ჩაეცინა.
გასწრება არცერთმა არ ვიკადრეთ.
ორივე ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილს დავფოფინებთ.
მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ, როცა ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ.


გიორგი ლიპარიშვილი
11.06.12-7.07.15