დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე - მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა.
არნახული და გაუგონარი რამ ვნახე. ვნახე ადამიანები, რომლებიც სიყვარულისა და სითბოს გადამტანები, გამავრცელებლები, "მისიონერები" არიან.
გურჯანში შშმ პირებს ვესტუმრეთ, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში პატარ-პატარა ოჯახებად ცხოვრობენ. ორგანიზაციამ, "ხელი ხელს", დიდი შრომა, როგორც ჩანს დიდ სიყვარულად აქცია.
თამრო - უკვე მუშაობს, ყოველ სამუშაო დღეს 6 სთ-ზე დგება და 10სთ-ზე უკვე სახლშია. სამუშაოსაც ასწრებს, ვარჯიშსაც და სახლის საქმეებსაც. რაც მთავარია - ძალიან ბევრ ჩახუტებასაც.
ვალოდია - იუმორისა და ადამიანების მეგობარია. გურჯაანში უკვე ბევრი იცნობს, ეზოებს ზედმეტი ბალახებისგან (ხანდახან მწვანილსგანაც) ასუფთავებს და ცოტა ფულსაც ინახავს. რამდენიმე დღის წინ, უბნის ბიჭებმა ჭიქა არაყზე დაპატიჟეს, ვალოდიამ ერთერთი იცნო, მივიდა და უთხრა: ილია შენა ხარ?! გუშინ დედაშენმა მაგრად მასიამოვნა... (პაუზა)
გემრიელი ყავა დამალევინა...
გიორგი - 2 წინ ხმასაც არ იღებდა, ყველას ეგონა რომ ლაპარაკი არ შეეძლო, დღეს ლაპარაკობს და მღერის კიდევაც.
სახლებში ცხოვრობენ და ფუსფუსებენ, დიმა, თემო, ცოლ-ქმარი გოჩა და ნათია, კოსტა და ირინა და სხვები. მათ აქვთ პრობლემებიც, მაგრამ ნელ-ნელა დამოუკიდებლბას ეჩვევიან. სწავლობენ ცხოვრებასთან ბრძოლას. თავსაც უვლიან და სტუმრებსაც ათბობ-ავსებენ.
დღეს იმაზე ბევრი სითბო მივიღე ვიდრე მზე ასხივებს.
მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა -
დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე
გიორგი ლიპარიშვილი
12.07.15
No comments:
Post a Comment