მეძებარი

Wednesday, July 29, 2015

"მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ"



“დისლექსია (კითხვის, მეტყველების. სწავლის უნარის დაქვეითება) მჭირდა, მეცადინეობის უნარი არ მქონდა. IQ ტესტსაც ნამდვილად ჩავაფლავებდი. ეს ერთ–ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რატომაც მივატოვე სკოლა 15 წლის ასაკში. და თუ თუკი, რაიმე არ მაინტერესებს, ვერ ვიგებ. იმის გამო რომ დისლექსია მჭირს, ხშირად უხერხულ სიტუაციებშიც ვვარდები. მაგალითად,

მე კერძლო კომპანიების უმსხვილეს ჯგუფს ვმართავ ევროპაში, მაგრამ ხშირად განსხვავებას ვერ ვხედავ წმინდა მოგებასა და მთლიან მოგებას შორის"


რიჩარდის დედა დიაგნოზს არ შეუშინებია. ივეტ ფლინდტმა დაავადებას ომი გამოუცხადა. ის ცხოვრებასთან ბრძოლაში გამოცდილი იყო. მაშინ როცა ავიაციაში ქალი პილოტის არსებობაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ, კაცის სამოსში გამოწყობილმა მიზანს მიაღწია. მოგვიანებით კი, საერთაშორისო ავიახაზებზე ბორტგამცილებლად ისე დაიწყო მუშაობა, რომ არც უცხო ენები იცოდა და არც შესაბამისი სამედიცინო განათლება ჰქონდა. გათხოვებისა და შვილის გაჩენის შემდეგ ფრენას დაემშვიდობა. მაგრამ მოგვიანებით რიჩარდი, მისივე დიდი მონდომებით, სიამაყის გრძნობის გაღვიძებით... “გაფრინდა.”


რიჩარდს დედა ბრძოლას აჩვევდა და გამოცდებს უწყობდა. დაახლ. 4 წლის რიჩარდი დედამ სახლიდან რამდენიმე მილის მოშორებით დატოვა და უთხრა: “შინ გაიქეცი პატარავ და მამა მოძებნე”. ბიჭუნამ საკუთარ სახლს შეღამებისას მიაგნო.
დედისგან მეორე დიდი გამოცდა 11 წლისამ მიიღო. ივეტმა შვილი დილით ადრე გააღვიძა, საგზალი ჩაუწყო (წყალი თვითონ უნდა ეშოვა) და 50 მილით დაშორებულ ქალაქში ნათესავებთან ველოსიპედით გაუშვა. დავალების შესრულების შემდეგ რიჩარდი სახლში საშინლად ამაყი და დაღლილი დაბრუნდა. დედამ გაუღიმა და უთხრა: ყოჩაღ რიკი, ხომ კარგად იმხიარულე? ახლა გაიქეცი მღვდელთან, შეშა დაუჩეხე. შევპირდი რიკი წუთიწუთზე გამოჩნდებათქო.
დედას სულ ჯეროდა რომ მისი ბიჭუნა ყველა პრობლემას გაუმკლავდებოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
რიჩარდი ერთერთ თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერს:
“ადრეული ბავშობიდანვე დედაჩემის მიერ ჩატარებულმა მსგავსმა გაკვეთილებმა მაქცია დამოუკიდებელ ადამიანად, დამოუკიდებელი ფიქრი და საქმის საკუთარი ხელით კეთება მასწავლა. სხვა მშობლებიც ჩემსას რომ ჰგვანებოდნენ, ეგებ, ყველანი ენერგიული ადამიანები გავმხდარიყავით.”
თავდაპირველად ნაძვის ხეებსა და თუთიყუშებს ყიდდა, შემდეგ გამოცემდა საუნივერსიტეტო ჟურნალს “სტუდენტი”, სადაც სტატიები ჯონ ლენონს და მიკ ჯაგერსაც კი დააწერინა. 20 წლის ასაკში 1970 წელს შექმნა საავაიაციო კომპანია „Virgin“ (ქალწული). მის მეგობრებს ეს სახელი სასაცილოდაც არ ყოფნიდათ. მაგრამ დიდი ბიზნესის “ქალწულმა” თავის კომპანიის სახელის უბიწოებით დიდი გამოცდილება, ნდობა და მილიარდები მოიპოვა. თავის ბიზნესიმპერიაში 500-მდე ბიზნესმიმართულებას ხელმძღვანელობს.



რიჩარდს ძალიან უყვარს სწავლა, არის ცნობისმოყვარე და უშიშარი. “ცხოვრებას ისე ვუყურებ, როგორც ხანგრძლივ სასწავლო პროცესს”.
სისწრაფის რეკორდების არაერთგზის მცდელობით გამორჩეული, ოკეანეს საჰაერო ბურთით გადამფრენი, -  ამერიკელი ბიზნესმაგნატი, მეწარმე, შოუმენი, ბიზნესტრენერი, მწერალი რიჩარდ ბრენსონი წარმატებას გამბედაობას მიაწერს:
„გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა, მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“




































პატივისა და გულისცემით, 
გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment