Monday, November 28, 2011
Sunday, November 27, 2011
უსითბოესობავ..
უსითბოესობავ..
თქვენ მე მაპკურეთ გულის სურნელი,
ამაჩქარეთ და გამხადეთ ერთად სულ ნელი..
მე დამიყენეთ დრო და წამი თავდაყირაზე,
სხვისთვის მე გული სულ გულდაგულ გადავირაზე..
უსითბოესობავ..
მე მოვამზადებ სიტყვას, ხმოვანებს,
მე თქვენზე ფიქრიც აღმაფრთოვანებს..
ძილი მომადგა ცოტა თვალებზე,
უმჯობესი ხართ ღამის მთვარეზე..
უსითბოესობავ..
თქვენს დანახავზე ანტარქტიდა შიშით ცახცახებს,
მზე სავსე შურით თქვენში ეძებს და ხედავს მეტს..
ამ თქვენს მშვენებას გამოზომილ სალამს ცაც ახლებს,
- მიყვარხარ..
- მე უფრო..
- მე უფრო..
- მეც..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.11.11
Thursday, November 24, 2011
Sunday, November 20, 2011
"ოცნებების კონკურსი" 24 ნოემბრამდე..
ოცნებების კონკურსი ფინალისკენაა - გერმანულ-ქართული საკონდიტრო "დიფენბახი" საქველმოქმედო ჯგუფ "გავათბოთ ბავშვთა სახლებთან" ოცნებების კონკურსს გთავაზობთ..
"დიფენბახის" გვერდზე ვწერთ ოცნებებს...
ოცნებას, რომელსაც ყველაზე მეტ "ლაიქი" ექნება,"დიფენბახი" ტორტად აქცევს და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უახლოეს დღეებში მიართმევს.
თავის მხრივ ბავშვებიც დაწერენ თავიანთ ოცნებებს,რომლებიც "დიფებახისა" და "გავათბოთ ბავშვთა სახლების" გვერდებზე გამოქვეყნდება, ბავშვების ოცნებების ახდენა ყველას შეგვეძლება.
ერთად, გავათბოთ და გავთბეთ ბავშვთა სახლებში
"დიფენბახი""გავათბოთ ბავშვთა სახლები"
http://www.facebook.com/
http://www.facebook.com/
Saturday, November 19, 2011
გო-გონების, მო-გონების..
ფისოს (სოფო კაჯილაშვილს)
ჩამომიდგა დროება,
გულის გულთნ მოგორების,
სიყვარული რო ება..
არ ვიცოდი გრძნობის ძალა,
გულსაც ვანათხოვრებდი,
გამიფუჭდა თითქოს ძარა,
გრძნობას ვამათხოვრებდი..
ზოგს ვუგებდი გრძნობის ხომალდს,
ზოგსაც ლექსის ცათამბჯენს,
და ვიწყებდი სხვასთან ჯომარდს,
კიდევ სხვასთან დანარჩენს..
გულმა ცოტა ინავარდა,
ცოტა ნერწყვიც დაჩირა,
ხანაც იყო იავარდად,
ხან საგულედ დაჩივლა..
იყო ბევრი მონატრებაც,
უწონავი წონები,
მერე ჭკუის მომატება,
ფერად-ფერად ტონები..
ერთი გოგოს გაერთება,
მიზნადღება, აჩემება,
გული აღარ გარეთ ება,
მხოლოდ მხოლოდ გაჩემება..
ისე გახდა ჩემი ფილტვი,
ვერც ვგრძნობ მისკენ ისე ვილტვი..
თანაც ისე გამიანცდა,
წარსული სულ გამინაცრდა..
მისი ცრმელის მიყვარს წყება,
გაბრაზებას როცა ყვება..
მისი მიყვარს წყევლა მეხი,
როცა თან მაქვს ორი ფეხი..
გინებაც კი მიყვარს კარგი,
მისი არის კოხტა ბარგი..
მისი მიყვარს ღელვა, ელვაც,
და სიცუდის გადაბელვაც..
ჩვენი შეხედვის პირველი გაცვლა,
რამდენიმე თვეს უკვე რომ გაცდა..
სულ 2 თვეა რაც 1 გავხდით,
საძინებლიდან სხვენზე რომ ავხტით..
გულის გულთნ მოგორების,
გო-გონების მო-გონების,
ეს ჩემი გული სხვებისთვის თვლემს,
მე შენ გაჩუქებ ბევრ წამს და თვეს..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
19.11.11
Wednesday, November 9, 2011
ფრთები გაშლია..
Sunday, November 6, 2011
მზესავით ვხალე..
Subscribe to:
Posts (Atom)