მეძებარი

Sunday, November 27, 2011

უსითბოესობავ..

უსითბოესობავ..

თქვენ მე მაპკურეთ გულის სურნელი,
ამაჩქარეთ და გამხადეთ ერთად სულ ნელი..
მე დამიყენეთ დრო და წამი თავდაყირაზე,
სხვისთვის მე გული სულ გულდაგულ გადავირაზე..

უსითბოესობავ..

მე მოვამზადებ სიტყვას, ხმოვანებს,
მე თქვენზე ფიქრიც აღმაფრთოვანებს..
ძილი მომადგა ცოტა თვალებზე,
უმჯობესი ხართ ღამის მთვარეზე..

უსითბოესობავ..

თქვენს დანახავზე ანტარქტიდა შიშით ცახცახებს,
მზე სავსე შურით თქვენში ეძებს და ხედავს მეტს..
ამ თქვენს მშვენებას გამოზომილ სალამს ცაც ახლებს,
- მიყვარხარ..
- მე უფრო..
- მე უფრო..
- მეც..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.11.11






No comments:

Post a Comment