ფისოს (სოფო კაჯილაშვილს)
ჩამომიდგა დროება,
გულის გულთნ მოგორების,
სიყვარული რო ება..
არ ვიცოდი გრძნობის ძალა,
გულსაც ვანათხოვრებდი,
გამიფუჭდა თითქოს ძარა,
გრძნობას ვამათხოვრებდი..
ზოგს ვუგებდი გრძნობის ხომალდს,
ზოგსაც ლექსის ცათამბჯენს,
და ვიწყებდი სხვასთან ჯომარდს,
კიდევ სხვასთან დანარჩენს..
გულმა ცოტა ინავარდა,
ცოტა ნერწყვიც დაჩირა,
ხანაც იყო იავარდად,
ხან საგულედ დაჩივლა..
იყო ბევრი მონატრებაც,
უწონავი წონები,
მერე ჭკუის მომატება,
ფერად-ფერად ტონები..
ერთი გოგოს გაერთება,
მიზნადღება, აჩემება,
გული აღარ გარეთ ება,
მხოლოდ მხოლოდ გაჩემება..
ისე გახდა ჩემი ფილტვი,
ვერც ვგრძნობ მისკენ ისე ვილტვი..
თანაც ისე გამიანცდა,
წარსული სულ გამინაცრდა..
მისი ცრმელის მიყვარს წყება,
გაბრაზებას როცა ყვება..
მისი მიყვარს წყევლა მეხი,
როცა თან მაქვს ორი ფეხი..
გინებაც კი მიყვარს კარგი,
მისი არის კოხტა ბარგი..
მისი მიყვარს ღელვა, ელვაც,
და სიცუდის გადაბელვაც..
ჩვენი შეხედვის პირველი გაცვლა,
რამდენიმე თვეს უკვე რომ გაცდა..
სულ 2 თვეა რაც 1 გავხდით,
საძინებლიდან სხვენზე რომ ავხტით..
გულის გულთნ მოგორების,
გო-გონების მო-გონების,
ეს ჩემი გული სხვებისთვის თვლემს,
მე შენ გაჩუქებ ბევრ წამს და თვეს..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
19.11.11
ფისოს უყვარს თავისი ბიჭი.. : )
ReplyDeleteვაიმე, რა კარგიააააააა :)
ReplyDelete