წიგნი თაროს დაშორდა,
სულ ქუჩაში სეირნობს,
მტვერი ცრემლებს აშრობდა
ჩრჩილიც ვეღარ სეირობს.
წიგნი მატებს აზარტებს,
ბევრი ეძებს სტრიქონებს,
კითხვა ტვინს არ აზანტებს,
ფიქრსაც გამოიგონებს.
წიგნმა ფეხი აიდგა,
მთელი ბიბლიოთეკა ქუჩაში გაპარულა,
ფესვი კითხვამ გაიდგა
არ ჩანს ეს დაფარულად,
.
ხარობს ბატონ-პატრონი,
ვინც იკითხა, კითხულობს.
აღარა ვართ მარტონი?
წიგნი წიგნთან კითხულობს.
წავალ წიგნებს გავუშვებ,
"ციხეს" კარი გაუტყდა,
ეპილოგსაც ავუშვებ,
თორემ პროლოგს გაუტყდა.
მიყვარს წიგნთან თამაში,
დავასტუკებ ფრაზებს,
წიგნი დახეტიალობს,
თვალებს უხელს აზრებს.
6.04.14
გიორგი ლიპარიშვილი
No comments:
Post a Comment