მეძებარი

Saturday, April 12, 2014

სოფლის დღეები

 დღე I და არაუკანასკნელი:

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის იმერეთში, ჩემს "მამულს" ვესტუმრე. 
ვესტუმრე პირდაპირი მნიშვნელობით, ვერაფრით გავიხსენე იქ ბოლოს როდის ვიყავი.
მაგრამ, ახლა საგაზაფხულო სამუშაოებია ჩასატარებელი, დრო არ ითმენს და მეც "მოუთმენლად", შვიდჯერგადადებული, გამგზავრების თარიღის შემდეგ, თბილისიდან გავაბიჯე.
პრიველი და ძირითადი საქმე, რისთვისაც ჩემი მგზავრობ-მოგზაურობა დავგეგმე სახლში ამაყად ჩასულს, უკვე კეთილი მეზობლებისგან შესრულებული დამხვდა (ვენახის გასხვლა). რამდენიმე საათით დამასწრეს. ამ ამბავმა დამაფიქრა და გამახარა, მეტი დრო დამრჩა სხვა ამბების შესაქმნელად.
რადგან საღამოს ჩავედი და თან ცა განაწყენებული ბავშივით ტიროდა, მუშაობა მეორე დღისთვის გადავავადე.
სახლის შორი-ახლოს მდებარე ნაკვეთს მივაშურე. თან ბარი  და ვენახის სასხლავი მაკრატელი ვიახლე.
საკუთარ მიწაზე დაუპატიჟებელი სტუმრები დამხვდნენ - 2 ძროხა, 1 პატრონით.
კითხვაზე აქ რა გინდათთქო, ძროხების მეთაურმა მითხრა: "ეჰ, მე რა, ნეტავ სხევბს არ შემოყავდეთ საქონელი, ბოდიში, ბოდიში." იგრძნობოდა რომ სხვების საქციელზე ისე დარდობდა რომ თავადაც იგივეს აკეთებდა. ზურგი მალევე მაქციეს.
ჩემი სანაკვეთე, მთავარი მიზანი იყო, ტირფის ხიდან, რამდენიმე ტოტი შემერჩია  და ღობის გასწვრივ დამერგო სხვადასხვა დანიშულებით, 1. ღობის გამაგრებისთვის, 2. არსებული უხვწყლიანი ნიადაგის მოსაწერიგებლად, 3. ტირიფის ტოტების სიუხვისთვის (კალათების ან პატარა ღობეების დასაწნავად) 4. ჟანგბადისთვის, 5. დარგვითმიღებული სიამოვნებისთვის.
საქმეს შევუდექი.
ვერაფრით ვერ მივხდი რამდენი ხე შეიძლებოდა დამერგო. თავში იდეები ბახუსივით ტრიალებდა. რადგან 9 აპრილი იყო, გადავწყვიტე მარტივად მეც სიმბოლურად 9 ტირიფი დამერგო.
იქვე ახლოს ჩავლილმა უცნობმა ძროხამ (მალევე მეპაოტრონის შეძახილით, ჩემი ტირიფის ტოტების ჭამისთვის წაქეზებით, გაირკვა, რომ მას მერცხალა ერქვა. როგორც ქართველ ძროხათა დიდ უმრავლესობას), ქვეცნობიერად დახმარების ხელი, უფრო ფეხი გამომიწოდა და ჩემი ახალდდარგულებისთვის სასუქი დამიტოვა. საჩუქარზე უარის თქმა აბა რა კაცობაა. მეც "პატივის-ცემა" დავაფასე და სათანადოდ გამოვიყენე.
ახლა უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი ნერგები "გახევდებიან."
ცოტა ღობე-ჭიშკრის რეკონსტრუქციაც მოვასწარი. თხილის ხეები გავსახლი (ზედმეტი პატარ-პატარა ტოტებისაგან გავათავისუფლე) და კმაყოფილად დაღლილი დავბრუნდი უკან.
შეცდოემბიც შემომეცდომა. დამავიწყდა ხელთათმანების წაღება, არ შევამოწმე ბარი სახლიდან წაღებისას (პირველივე მოძრაობისას ტარს დროებით დაემშვიდობა), ფეხზე კედები ჩავიცვი. ნაკვეთში წასულს ნაჯახის წაღებაზე არც მიფიქრია. საგზალის თანხლებაც ვერ გავითვალისწინე...
რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ ისევ კარ-მიდამოს დავუბრუნდი. ახლა აქაა გასაგრძელებელი სასოფლო სამუშაოები.
დაღლაზე ბევრად მეტსა და დიდ კმაყოფილებას ვგრძნობდი. 
ამჟამად, კიდევ 1 დღე მაქვს განკუთვნილი მიწასთან მეგობრობისთვის. 
წავალ ხვალინდელი უკეთესობისთვის მოვემზადები.





გიორგი ლიპარიშვილი
იმერეთი, 9.04.14
ოთხშაბათი

No comments:

Post a Comment