მეძებარი

Thursday, April 3, 2014

მე სინდისთან არ ვწევარ

მე სინდისთან არ ვწევარ,
თუმც კი მასთან დავდივარ,
მიწასაც არ ვაწევარ
უდარდელი დარდი ვარ.

თავში ფიქრებს ვაგროვებ,
გულში გრძნობა დაბუდდა,
აწმყო-წარსულს ვაგორებ
მომავალი დაბრუნდა.

სიტყვას ვიტყვი აქ მე:,
სამოცწამა სოფელში,
იბადება საქმე,,
შვილი მიყვარს მშობელში.

წავალ სტრიქონს გავფენ,
ქარი უყვარს სამოსს,
ცოტა ფიქრში გავფრენ,
გადავცდები სამოცს.

უდარდელი დარდი ვარ,
მიწასაც არ ვაწევარ,
თუმც კი მასთან დავდივარ,
მე სინდისთან არ ვწევარ.

გიორგი ლიპარიშვილი
3.04.14

No comments:

Post a Comment