მეძებარი

Saturday, December 31, 2011

ახალ წელთან შესახვედრად ვჩქარობ..


სიტყვას ვამბობ, ითქმის, არსრულს,
ძველი წელი მივაბარე თითქმის წარსულს..

რაღაც თითქოს მეღიმება, ვხარობ,
ახალ წელთან შესახვედრად ვჩქარობ..

არც სანტა ჩანს, არც ნაძვისხე ყვავის,
მაინც დიდი იმედი მაქვს ხვავის..

როცა საათს შეიყვარებს თვალი,
როცა ქუჩას გადაავსებს მთვრალი,

ახალი წლის დაიწყებენ ლოცვას,
გულებს მაინც ჩავიბარებ ორ ცალს..

ჩემი გრძნობა დააბოტებს ფიქრში,
სადმე ღამე გაეხვევა ფიფქში..

გვეპარება წელი მორცხვად,
სად ცალია საქმეს მოცლად..


წავალ დედას ვეხუტები, ღიმილებად გავხსნი ბაგეს,
სანამ წელი ეს ახალი, ძველიანად ააბარგეს..

სიტყვას ვამბობ, ითქმის, არსრულს,
ძველი წელი მივაბარე თითქმის წარსულს..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
31.12.11






Friday, December 30, 2011

გულის საკინძე..

შენა ხარ ჩემი გულის საკინძე,
შენთვის სიტყვები რითმად ავკინძე..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
31.12.11

აახალშენებს..


ახალი წელი ემოციებსაც აახალშენებს,
გილოცავთ, წელი ახალი გააამშვენებს..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
30.12.11

Wednesday, December 28, 2011

ფულის გროვება დავიწყე სახლის..

..
ცხოვრება მინდა და წინსვლა ახლის,
ფულის გროვება დავიწყე სახლის,
ლექსი ვეცადე, ცოტა განვმარტე,
ჩემს ამბიციას წვეთი ვამატე..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
29.12.11


გულთან ახლოს

გულთან ახლოს,
ბავშვობა სახლობს..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.12.11

Monday, December 26, 2011

მოხუცს ჭაბუკად..

იმდენი მანქანა დადის ქალაქში,
ადამიანებს ფილტვი ჩაუქრა,
სანამ ვიცხოვრებთ ქილა კარაქში,
რა გადამაქცევს მოხუცს ჭაბუკად..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
26.12.11

საშობაო კონცერტი საგურამოს ბავშვთა სახლში

26 დეკემბერს, პროექტის "გავათბოთ ბავშვთა სახლები", ფარგლებში ახლადდაარსებული "ახალგაზრდა მუსიკოსთა ასოციაცია" თავის მოღვაწეობას საქველმოქმედო ღონისძიებით იწყებს..

26 დეკემბრის კონცერტი პირველი ნაბიჯია. ახალგაზრდა მუსიკოსები საშობაო კონცერტს ჩაატარებენ საგურამოს ბავშვთა სახლში.

კონცერტს გასართობ-შემეცნებითი სახე ექნება და შემსრულებლები მასში ჩართავენ თავად ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსაც. მათ საშუალება ექნებათ თავად სცადონ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მუსიკოსები (თ. ასანიძე, თ. ფრანგულაშვილი, გ. კუზანაშვილი), მათ შორის ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი Georgian Brass.

ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან როგორც დამწყები ნიჭიერი სტუდენტები, ისე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული და ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსები, რომელთა მოღვაწეობის ერთ-ერთი მიზანია ისახავენ თავიანთი მრავალმრივი მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ახალგაზრდა თაობაში მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.

კონტაქტები: 593985699 - ქეთევან ჭიტაძე, 598272048 - მაია სიგუა

Friday, December 23, 2011

დროებას..

გადარებულა რომ,
გამოვაშრო სევდა,
გადარეულა დრო,
უკან ფეხდაფეხ მდევდა..

ვეღარ ვითვლიდი წელსაც,
ისარი ისარს ცემდა,
აღარ ვიპარსავ წვერსაც,
არ გასაოცრად ჩემდა..

თითქოს მე ვსახლობ დროში;
დავმოგზაურობ რომში;
თითებით ვართავ წუთებს,
ენისგან ვე-ერ უთქმელს..

ზოგ რამეს დროში ვკარგავ,
ზოგსაც ვპოულობ წამში,
ახლა მე სიტყვას ვქარგავ
დრო მე ვერასდროს წამშლი..

........................................
........................................

დამალობანას ვთამაშობ დროსთან,
მიწევს მოხუჭვა თვალის,
მოკრძალებული ვჩანვარ უფროსთან,
იმედით ვსახლობ ხვალის..

ვეთამაშები თითქოს დროებას,
ჩემს გულს საკინძედ უნდა მოებას..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
24.12.11

(მოძრაობაში დაიწერა, მგზავრობისას, სანამ ლექციამდე მივედი)..

ბავშვური ოცნება.. 25 დეკემბერს..


25 დეკემბერს, კვირას, 18:00 სთ-ზე, ბავშვური ოცნების ასრულებას შევეცდებით.. ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში 14 ოჯახი ცხოვრობს.. იქ 26 (10-თვიდან 12 წლამდე) ბავშვია. მათ სითბო და მზრუნველობა ჭირდებათ.. ბავშვები ოცნებობენ, რომ ფეხბურთზე, რაგბიზე, კლდეზე ცოცვაზე, ცეკვაზე.. იარონ.. ამ ბავშვებს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები, ტკბილეული ჭირდებათ..

ბავშვების სურვილების ასრულება ყველას შეგვიძლია.. ერთად ვესტუმროთ მათ და ავახდინოთ ბავშვური ოცნება..


555 23 24 42

Wednesday, December 21, 2011

დაა-არსება..

შენა ხარ ჩემი გულის არსება,
მე მიყვარს გრძნობის დააარსება..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
22.12.11

და..მე..მართება..

ჩემი ცხოვრების შენ ხარ მართლება,
უკვდავება მე და..მე..მართება..


ფისოს..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
21.12.11

Saturday, December 17, 2011

გულს ვერ გადავუმალე..

იცი მე შენი თვალებით ვხედავ,
შენი სუნი მაქვს და ფერთა წყება,
შენით ფარული, უმერქნო ხედ ვარ,
ჩემი ფიქრები შენს გრძნობებს ყვება..

შენი ღიმილი მიხარებს სახეს,
შენი ფეხები შენთან მატარებს,
შენზე აზრები მარიდებს მახეს,
შენ სულ მავიწყებ გრძნობას, პატარებს..

იცი მე შენზე ნატვრები მაძღებს,
შენი სიშორე სულ ახლოს მიზის,
არ ვიცი გული უშენოდ რას ძლებს,
მიღწევა უნდა ჩემს გრძნობას მიზნის..

უშენოდ ფერებმა ფერი დაკარგეს,
მე შენი მინდა ნახვა უმალვე,
ჩემმა აზრებმა ბოდვა დაქარგეს,
რომელიც გულს ვერ გადავუმალე..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
17.12.11

Thursday, December 15, 2011

შეყვარებული გავმხდარვარ..

(ფისოს)..

შეყვარებული გავმხდარვარ, ვერც წარმოვიდგენ ისე,
გული გრძნობებით მე უკვე გულდაგულ გამოვივსე..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
15.12.11

Monday, December 5, 2011

ნეტავ-ებს?!


ნეტავ, სიკეთით ამომევსოს გულის უჯრები,
შავი ღრუბლები გახდებიან როდის ლურჯები?!

ნეტავ, ჩემს ხელში ახმაურდეს ფერით ფუნჯები,
ჩემი რითმები იქნებიან აღარ მუნჯები?!

ნეტავ, მე როდის აღარ ვივლი გეეესლებით,
ვიწანწალებ, თუ, ხელიდან უკვე გეეეცლებით?!

ნეტავ, მე მართლა გამომიჩნდეს სისხლში სიკეთე,
მაშინ ხომ მაინც მემატება გრძნობის სიმკვეთრე?!

ნეტავ, მე მაინც დამიბრუნდეს ღრმაად ბავშვობა,
ნეტავ, მე როდის შემეძლება სევდის დაშრობა?!

ნეტავ, ქვეყანას ჩემსას ქონდეს ერთი, ერთობა,
ეს გული ჩემი, მოგულგულო, რითღა ერთობა?!

ნეტავ, ჩემსავით ვინმეს უყვარს?! გრძნობა ნეტარებს,
მაინც არ ვიცი, რა მოვუხერხო ამდენ ნეტავ-ებს?!

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
5.12.11

Sunday, December 4, 2011

უსითბოესობავ..

(12-ში 12 საათზე, ილიაუნის თეატრში, იშვიათი ექსპერიმენტები.. სტუდენტისა და ლექტორის ლექსჯიბრი.. შესვლაც და გასვლაც თავისუფალია.. : ) )

უსითბოესობავ.. by giorgiliparishvili

გო-გონების, მო-გონების..

(12-ში 12-საათზე ლექსების დილა ილიაუნის თეატრში..)


გო-გონების მო-გონების.. by giorgiliparishvili

12–ში 12–ზე..


ლექსების დილა 12–ში 12–ზე.. ილიაუნის თეატრში..

იშვიათი ექსპერიმენტები..

სტუდენტ–ლექტორის ლექსჯიბრი..

გიორგი კორძაძე და გიორგი ლიპარიშვილი..


შესვლა და გასვლაც თავისუფალია.. : )

ხელის ჩრდილების თეატრი "ბდრუგანა–გაგრა"..