მეძებარი

Thursday, January 5, 2012

ჩემი ცხოვრება დღის სიზმარს მოგავს..

ჩემი ცხოვრება დღის სიზმარს მოგავს..

ფერად ოცნებას,
უფერო საქმეს,
გულის ფეთქებას,
მდინარის წვეთებს,
ხეთა ხეივანს,
რძისფერ მაწონებს,
ალისფერ თივას,
გრძნობის სართულებს,
მზისფერ ნათებას,
მთვარისფერ ღამეს,
უჩარჩო ნახატს,
მტრედისფერ დილას,
დეკისფერ დეკას,
მოზღვისფრო ტალღებს,
მოზვავო გუნდას,
მომწვანო მდელოს,
მდოგვისფერ ფოთოლს,
აკვირტულ კვირტებს,
ცების კამარას,
ვარსკვლავთა ჯარებს,
ქვესკნელთა მიწას,
პლანეტა ამწეს,
ღაწვების ნამებს,
ბალახთა ცრემლებს,
უღუზო გემებს,
ფრთიან ფრინველებს,
უთეთრო მოხუცს,
შვიდფერ სარტყელებს,
წონიან განცდებს..

ჩემი ცხოვრება დღის სიზმარს მოგავს..
ამ ნალექსარშიც ზოზინით ბორგავს..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
5–6.01.12

No comments:

Post a Comment