მეძებარი

Sunday, January 8, 2012

დღეს ჩემმა გულმა აიდგა ფეხი..

დღეს ჩემმა გულმა ფეხი აიდგა,
პირველი სიტყვაც შენთვის ამოთქვა,
თავზეც ღიმილის გვირგვინს დაიდგამს,
ყველა სიცუდე თითქოს ამოქრა..

შენ სიყვარულო გრძნობა მონამე,
გულო გავმხდარვარ შენი მონა მე...

რძე ყვარებია მაწონებს,
გული შენს თავ–ტანს მაწონებს..

ვინ შეიყვარებს განა ვინ ეგრე,
გულში მე გრძნობა გადავინერგე..

ვერ გამაჩერებს ვერც ქვა და მეხი,
დღეს ჩემმა გულმა აიდგა ფეხი..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
7.01.12

No comments:

Post a Comment