მეძებარი

Thursday, January 12, 2012

გადავწვავ რეკორდს..

გულის გახდა პლანეტა,
გრძნობას გადაამეტა..

ფიქრის გახდა ნაწილი,
ჩემი მთა და არწივი..

სისხლის მოგავს ბროწეულს,
გულსაც, გულთან მოწეულს..

ღიმილი ჰგავს გაზაფხულს,
სიამისგან გაზაფრულს..

სუნი უგავს სუნამოს,
სხეულს უნდა სულ ნამოს..

ფერი,
აზრი,
გზა,
ადგილი,
ნატვრა,
ვერ ვთვლი,
განცდას,

უწონავი,
გრძნობა,
გემო,
ხედვა,
არსი,
საზღვრებს
გაცდა..

ელვა,
მეხი,
ზვავი,
სეტყვა,
წარღვნა,
მიწისძვრა
და მეწყერი,

ფისო,
მგელი,
ლომი,
ღორი,
ვეფხვი,
სპილო,
გველი,

მე მწერი..

ვნება,
ნება,
ება,
წყება,
ნალექსარი
გრძნობას ყვება..

როცა ვნება-ვნების სადგურს გამოცდები,
როცა ჩააბარე გულთან გამოცდები..

ჩემო თავ-ტანო მოგხსნი მე კოდს,
და სიყვარულის გადავწვავ რეკორდს..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
13.01.12











No comments:

Post a Comment