მეძებარი

Monday, December 10, 2012

ტვინის მხოლოდ ხვეულებს

ვაღიარებ სახელებს, აზრებს, ფიქრებს სხეულებს,
ვერ ვენდობი ვერაფრით ტვინის მხოლოდ ხვეულებს.

დიდი თავის არ მჯერა, არც ჭკვიანი თვალების,
უსაქმობა მაცოფებს, თანამოძმე ვალების.

ბევრი ვინც ლაპარაკობს, მოსაუბრე ლეშია,
ვინც ხმამაღლა ამაყობს დედა კაი "ვეშია".

ზოგს ხომ მხოლოდ ტვინი აქვს, ზოგს თხილივით გულები,
"კარგად იყოს სუყველა" გრძნობაგადარგულები.

ვაღიარებ სახელებს, აზრებს, ფიქრებს სხეულებს,
ვერ ვენდობი ვერაფრით ტვინის მხოლოდ ხვეულებს.


No comments:

Post a Comment