Monday, December 13, 2010
მე როცა მიყვარს...
Wednesday, December 8, 2010
ცეცხლის ენებით...
ამ ჩემ ფეხებად
Sunday, December 5, 2010
მამა ჩემია...
თურმე რამდენი უკვე მევლო და...
მამის საფლავი მიმომელოდა...
ამ ბოლოს რაღაც სულ ღამე ვსტუმრობ, ღამე გრძელია,
ათი წელია რაც დაბნელდა, მაინც ახალი, არაძველია.
გზას დავადექი სასაფლაოსკენ, ნაბიჯს ვუმატე,
მალე შევხდები საფლავს მაინც, თავს ეს ვუმარტე...
გზად ბებო შემხვდა, ბნელში ვიდოდა,
მასთან საუბარი, მეგზურება უცებ მინდოდა...
გზად მითხრა, ჯოხით მიუყვებოდა როცა ასფალტებს,
შვილი მყავს მკვდარი, სიცოცხლე მე ნეტავ რას მმატებს...
თავის ჭიშკართან გამოვუტყდი, სასაფლაოზე მივდივართქო მამის სანახად,
მე რომ იქ მისვლა მიტოლდება მშობლის დანახვად...
ახლა რა გინდა ბებო იქო, გადაფეთდები,
დავემშვიდობე, წამოვედი, მერე მეც ალბათ გადავთეთრდები...
საფლავის ქვაზე ვანათებ ფანარს, ვუყურებ ძმაკაცს,
ის ერთი იყო, უდრიდა ათ კაცს...
მე 25-ის, 44-ის მამაჩემია,
რაც აქ წერია, გრძნობებით სავსე, ჩემი საგულის განაჩენია...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
4.12.10
მოიმედე...
ჩემს დავიწყებას თუ ეცდებით,
მაინც გახსოვდეთ, ცოტა რთულია...
მე იმედი მაქვს არ შეცდებით,
გრძნობა გულებზე გადართულია...
მალე მიხვდებით, არ ვღირვარ კვრად ხელის,
ერთი კაცი ვარ, მოიმედე, ჩემი სახელის...
განა ვარ ვინმე ნაკვერცხალი?!
ერთი ვარ, უფრო გავერთდები,
მე არ ჩავქრები, უბრალოდ ვნაკვერჩხლდები...
ისევ კოცონად ვიცი ავენთები!..
ფიქრი ამეჩემა არ დააგვიანდეთ,
და კიდევ არ, არ დანაგვიანდეთ!..
მერე როცა იტყვით ლიპარა ჩემია,
ცოტას შეგაწუხებთ სინდისის ძაფები,
მონატრება გულს ისე ჩვევია,
როგორც ფანჯარას თავის რაფები!..
ვიცი ბევრია აქ ჩემი ბრალი,
ცხოვრება გამიხდა სრბოლა და რალი!..
მძიმედ დავდივარ, კვალი მსურს დარჩეს,
ჩემი ლექსები მიდგანან მხარდამხარ,
გულს და გონებას უწამლებს, არჩენს,
ის არ შეცდება არცრო ხანდახან!..
ჩემს დავიწყებას თუ ეცდებით,
მაინც გახსოვდეთ, ცოტა რთულია...
მე იმედი მაქვს არ შეცდებით,
გრძნობა გულებზე გადართულია...
მალე მიხვდებით, არ ვღირვარ კვრად ხელის,
ერთი კაცი ვარ, მოიმედე, ჩემი სახელის...
გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)
25.06.10
წამში ასწლიანს...
შენი ტუჩები სახეზე ნება-ნება რომ გაწყვია,
ეგ ბაგეტკბილი, დაშაქრული და ცივი მარწყვია...
გულმა ინატრა შენი თავი ლექსად ასწია...
რა დამავიწყებს შენს გამოხედვას წამში ასწლიანს!..
მე კარგად მახსოვს როგორ გიხდება შენ ტუჩთან შრამი,
ახლაც მზადა ვარ შენი გულისთვის მივიღო შხამი..
ხშირად ვიხსენებ შენი ცხვირიდან ორგზის ჩვეულ შესუნთქვას,
ყურს მივუგდებდი ახალც სიამით კარგო შენს სუნთქვას...
გისურვებ უთვლელი დროით და წამით,
შენი ტუჩებით სიცოცხლის წამლით...
დრო გარბის არაუკანმოუხედავად,
მომნატრებიხარ, აჰა ლუკმას მოუხმე თავად.
გულმა ინატრა შენი თავი ლექსად ასწია,
რა დამავიწყებს შენს გამოხევას წამში ასწლიანს!
გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)
7.09.08
ბედნიერება განა ლანგრდება!..
ამ ბოლოს ვიქცევი თითქოს ფეტვივით,
გავმხდარვარ რაღაც ცუდზე მეტივით!
თითქოს შეცდომები კარგად შემეჩვია,
ბევრს ჩემს გარშემო ვერც კი შეემჩნია!
თითქოს ჭკუის ნაცვლად მქონია მუყაო!
ქვევრს დავემსგავსე, თანაც უძიროს,
ალბათ შემემთხვა ცოტა უძილოს!
დაბნეულობა ახლაც მაცოფებს!..
ასე გაგრძელებას მე არ ვაპირებ,
ჩამოვირეცხავ მე ცუდ ნაპირებს,
არ ვემსგავსები ზომბებს, ვამპირებს,
და შევასრულებ ჩემს დანაპირებს!
ბედნიერება განა ლანგრდება!..
მე მაინც ვიტყვი სიტყვას სამყოფებს,
მე ჩემი თავი კარგად მამყოფებს!..
Thursday, December 2, 2010
„მერე რა მოხდა?!“ (პატარა "სერია")
ეს სიტყვა გულს რო წყენად ამოხდა,
ვერ ვიტან პოზას „მერე რა მოხდა?!“
17.06.10
კაბა იისა...(ერთერთი "სერია")
სიყვარულს დროსთან ქონია დავა,
ხანდახან თურმე უჩუმრად კრთები...
მზე ციდან მხოლოდ დროით გადავა,
თავისუფლებას უხდება ფრთები...
შენს სხეულს უხდება
კაბა, ფერი იისა,
გული სიყვარულს უხტება
და გრძნობამ ახლოს მიისვა!..
2.10.09
გამომიცანი...
დაიწყო ახლა მან ფეხის ადგმა,
და თავის თავში ღონის ძიება,
ჩალის გვირგვინის ისურვა დადგმა,
მოაწყო თავის ღონისძიება.
გამოიყენებს თან წერტილ-მძიმეს,
სიტყვას სიტყვასთან შეკრავს ლოდებად.
რითმის აკორდით ააწყობს მძივებს,
და თან, თანდათან უფრო ლომდება...
ეს რაც კბილიდან გამოვიცარი,
რაზეც მოვაწყვე სჯა და ბაასი,
არის ერთი თუ არის აასი,
აბა რა არის, გამომიცანი!...
Wednesday, December 1, 2010
და მე დავხატე...
და, რითმა-რითმით...
ფარდა ავხადე,
გულს მერე იმ თმით,
და რო სარკესთან ასწორებს,
და რო გყავს მაგრა ასწორებს!..
ის პატარაა, მოცინარი მუქი თვალებით,
სავსე წინსვლებით დღეის-ხვალებით!..
ჩემს დასთან მოდი დროშა-ალამო,
მისი ლექსები გახდება მალამო!..
ჩემი და, ჩემი, ჩემი ფერია,
სინათლსა და ღიმილის მფენია!..
ამ სიტყვებმა სიმართლე თქვა
განა ვინმე აქო-ამკო?!
მაგრა, მაგრა ჩაგეკონე,
ჩემო დაკო, ჩემო მაკო!..
...გულს მერე იმ თმით,
ფარდა ავხადე,
და რითმა-რითმით
და, მე დავხატე!..
გრძნობა მაგიდებს...(სერიული ლექსებიდან)
მე შენს სხეულზე გრძნობა მაგიდებს...
ვნება კვერცხივით ვახალე,
დღე გუშინდელი ვახვალე...
გვერდზე ნუ გამწევ,
არა ვარ ნივთი,
ნურც ცაში ამწევ,
სული მაქვს ზვირთი...
ნურც გამიმეტებ დროში გამჭედო,
კაცი მაქციო მერე წარსულად,
ვნების გავხსენი ჩვენი სამჭედლო,
სადაც გრძნობები ფეხით წასულან!..
აბა რა გინდა, რას მეშორები?!
არც ჩემი გქვია, და არც უჩემო,
მე გრძნობის ვწერე მერე შრომები,
რომელსაც გული უნდა ვუჩვენო!..
განა ვჩივივარ, არა, ვწრიალებ,
გრძნობით ვმუნჯდები, ხანაც ვღრიალებ...
არ გეგონოს ჭორი სადმე განაგონი,
თვეების ნაცვლად გვაშორებს თითქოს ეპოქა,
გაჩუქე მთელი ანატომია, მე ასე მგონი,
ჩვენი გრძნობები ამ საუკუნეს ასჯერ ეყოფა...
რა მოვუხერხო ჩემში ამ ქარებს,
შენზე ფიქრები რომ აქანქარებს...
განა მე მინდა მედალ-ჩინებად,
შენი მალიმალ გამოჩინება!..
შენს ერთ კოცნას ვუხდი 7 წელს,
ჩახუტებას კი 9-ს და ნახევარს,
3-ს შემოხედვას, გულის გადამწველს,
5-ს კი შესუნთქვას, ვნების "ახევას!.."
რაც შეეხება, ჩვენს მუღამებში,
ყველა სიცოცხლეს ჩემსას დაგითმობ,
ერთ დღეს თუ ღამეში,
უჯრედებს როცა ვნებით გაგითბობ...
მე ვხედავ უკვე შენი დღე მიმზერს...
შენ მე გჭირდები სუნთქვაზე სწრაფად,
მიზიდულობა ჩვენ გვექცა სწრაფვად,
- გრძნობის გიმზადებ მე შენ გრეიზერს!!!
მოლაპარაკების მივუსხდეთ მაგიდებს,
მე შენს სხეულზე გრძნობა მაგიდებს!..