მეძებარი

Thursday, December 2, 2010

გამომიცანი...


დაიწყო ახლა მან ფეხის ადგმა,
და თავის თავში ღონის ძიება,
ჩალის გვირგვინის ისურვა დადგმა,
მოაწყო თავის ღონისძიება.
გამოიყენებს თან წერტილ-მძიმეს,
სიტყვას სიტყვასთან შეკრავს ლოდებად.
რითმის აკორდით ააწყობს მძივებს,
და თან, თანდათან უფრო ლომდება...
ეს რაც კბილიდან გამოვიცარი,
რაზეც მოვაწყვე სჯა და ბაასი,
არის ერთი თუ არის აასი,
აბა რა არის, გამომიცანი!...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
3.12.10

No comments:

Post a Comment