მეძებარი

Wednesday, December 1, 2010

და მე დავხატე...


და მე დავხატე,
და, რითმა-რითმით...
ფარდა ავხადე,
გულს მერე იმ თმით,
და რო სარკესთან ასწორებს,
და რო გყავს მაგრა ასწორებს!..
ის პატარაა, მოცინარი მუქი თვალებით,
სავსე წინსვლებით დღეის-ხვალებით!..

ჩემს დასთან მოდი დროშა-ალამო,
მისი ლექსები გახდება მალამო!..

ჩემი და, ჩემი, ჩემი ფერია,
სინათლსა და ღიმილის მფენია!..

ამ სიტყვებმა სიმართლე თქვა
განა ვინმე აქო-ამკო?!
მაგრა, მაგრა ჩაგეკონე,
ჩემო დაკო, ჩემო მაკო!..

...გულს მერე იმ თმით,
ფარდა ავხადე,
და რითმა-რითმით
და, მე დავხატე!..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
23.06.10

No comments:

Post a Comment