მეძებარი

Sunday, December 5, 2010

ბედნიერება განა ლანგრდება!..



ამ ბოლოს ვიქცევი თითქოს ფეტვივით,
გავმხდარვარ რაღაც ცუდზე მეტივით!
თითქოს შეცდომები კარგად შემეჩვია,
ბევრს ჩემს გარშემო ვერც კი შეემჩნია!

ამ ჩემს თავს ვერარა კარგი ვუყავო,
თითქოს ჭკუის ნაცვლად მქონია მუყაო!
ქვევრს დავემსგავსე, თანაც უძიროს,
ალბათ შემემთხვა ცოტა უძილოს!

თითქოს რაღაცა მართლა მაცოტებს,
დაბნეულობა ახლაც მაცოფებს!..
ასე გაგრძელებას მე არ ვაპირებ,
ჩამოვირეცხავ მე ცუდ ნაპირებს,
არ ვემსგავსები ზომბებს, ვამპირებს,
და შევასრულებ ჩემს დანაპირებს!

ცხოვრება თავისით არ დალაგდება,
ბედნიერება განა ლანგრდება!..
მე მაინც ვიტყვი სიტყვას სამყოფებს,
მე ჩემი თავი კარგად მამყოფებს!..

გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)
9.04.10

No comments:

Post a Comment