თურმე რამდენი უკვე მევლო და...
მამის საფლავი მიმომელოდა...
ამ ბოლოს რაღაც სულ ღამე ვსტუმრობ, ღამე გრძელია,
ათი წელია რაც დაბნელდა, მაინც ახალი, არაძველია.
გზას დავადექი სასაფლაოსკენ, ნაბიჯს ვუმატე,
მალე შევხდები საფლავს მაინც, თავს ეს ვუმარტე...
გზად ბებო შემხვდა, ბნელში ვიდოდა,
მასთან საუბარი, მეგზურება უცებ მინდოდა...
გზად მითხრა, ჯოხით მიუყვებოდა როცა ასფალტებს,
შვილი მყავს მკვდარი, სიცოცხლე მე ნეტავ რას მმატებს...
თავის ჭიშკართან გამოვუტყდი, სასაფლაოზე მივდივართქო მამის სანახად,
მე რომ იქ მისვლა მიტოლდება მშობლის დანახვად...
ახლა რა გინდა ბებო იქო, გადაფეთდები,
დავემშვიდობე, წამოვედი, მერე მეც ალბათ გადავთეთრდები...
საფლავის ქვაზე ვანათებ ფანარს, ვუყურებ ძმაკაცს,
ის ერთი იყო, უდრიდა ათ კაცს...
მე 25-ის, 44-ის მამაჩემია,
რაც აქ წერია, გრძნობებით სავსე, ჩემი საგულის განაჩენია...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
4.12.10
No comments:
Post a Comment