მეძებარი

Sunday, December 5, 2010

მოიმედე...


ჩემს დავიწყებას თუ ეცდებით,

მაინც გახსოვდეთ, ცოტა რთულია...

მე იმედი მაქვს არ შეცდებით,

გრძნობა გულებზე გადართულია...


მალე მიხვდებით, არ ვღირვარ კვრად ხელის,

ერთი კაცი ვარ, მოიმედე, ჩემი სახელის...


განა ვარ ვინმე ნაკვერცხალი?!

ერთი ვარ, უფრო გავერთდები,

მე არ ჩავქრები, უბრალოდ ვნაკვერჩხლდები...

ისევ კოცონად ვიცი ავენთები!..


ფიქრი ამეჩემა არ დააგვიანდეთ,

და კიდევ არ, არ დანაგვიანდეთ!..


მერე როცა იტყვით ლიპარა ჩემია,

ცოტას შეგაწუხებთ სინდისის ძაფები,

მონატრება გულს ისე ჩვევია,

როგორც ფანჯარას თავის რაფები!..


ვიცი ბევრია აქ ჩემი ბრალი,

ცხოვრება გამიხდა სრბოლა და რალი!..


მძიმედ დავდივარ, კვალი მსურს დარჩეს,

ჩემი ლექსები მიდგანან მხარდამხარ,

გულს და გონებას უწამლებს, არჩენს,

ის არ შეცდება არცრო ხანდახან!..


ჩემს დავიწყებას თუ ეცდებით,

მაინც გახსოვდეთ, ცოტა რთულია...

მე იმედი მაქვს არ შეცდებით,

გრძნობა გულებზე გადართულია...


მალე მიხვდებით, არ ვღირვარ კვრად ხელის,

ერთი კაცი ვარ, მოიმედე, ჩემი სახელის...


გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)

25.06.10

No comments:

Post a Comment