მეძებარი

Wednesday, December 1, 2010

გრძნობა მაგიდებს...(სერიული ლექსებიდან)



მოლაპარაკების მივუსხდეთ მაგიდებს,
მე შენს სხეულზე გრძნობა მაგიდებს...

ვნება კვერცხივით ვახალე,
დღე გუშინდელი ვახვალე...

გვერდზე ნუ გამწევ,
არა ვარ ნივთი,
ნურც ცაში ამწევ,
სული მაქვს ზვირთი...

ნურც გამიმეტებ დროში გამჭედო,
კაცი მაქციო მერე წარსულად,
ვნების გავხსენი ჩვენი სამჭედლო,
სადაც გრძნობები ფეხით წასულან!..

აბა რა გინდა, რას მეშორები?!
არც ჩემი გქვია, და არც უჩემო,
მე გრძნობის ვწერე მერე შრომები,
რომელსაც გული უნდა ვუჩვენო!..

განა ვჩივივარ, არა, ვწრიალებ,
გრძნობით ვმუნჯდები, ხანაც ვღრიალებ...

არ გეგონოს ჭორი სადმე განაგონი,
თვეების ნაცვლად გვაშორებს თითქოს ეპოქა,
გაჩუქე მთელი ანატომია, მე ასე მგონი,
ჩვენი გრძნობები ამ საუკუნეს ასჯერ ეყოფა...

რა მოვუხერხო ჩემში ამ ქარებს,
შენზე ფიქრები რომ აქანქარებს...

განა მე მინდა მედალ-ჩინებად,
შენი მალიმალ გამოჩინება!..

შენს ერთ კოცნას ვუხდი 7 წელს,
ჩახუტებას კი 9-ს და ნახევარს,
3-ს შემოხედვას, გულის გადამწველს,
5-ს კი შესუნთქვას, ვნების "ახევას!.."

რაც შეეხება, ჩვენს მუღამებში,
ყველა სიცოცხლეს ჩემსას დაგითმობ,
ერთ დღეს თუ ღამეში,
უჯრედებს როცა ვნებით გაგითბობ...

მე ვხედავ უკვე შენი დღე მიმზერს...
შენ მე გჭირდები სუნთქვაზე სწრაფად,
მიზიდულობა ჩვენ გვექცა სწრაფვად,
- გრძნობის გიმზადებ მე შენ გრეიზერს!!!

მოლაპარაკების მივუსხდეთ მაგიდებს,
მე შენს სხეულზე გრძნობა მაგიდებს!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.07.10 (რუსუდანს)

No comments:

Post a Comment